ჩოხატაურის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან განახლდება. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის ა(ა)იპ სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანება “მომავალის” დირექტორმა, ნინო ბარამიძემ განუცხადა.
„ბაღები 4 ოქტომბერს უნდა დაიწყოს და ჩვენც მზად ვართ ყველანაირი რეგულაციების დაცვით სააღმზრდელო პროცესის დასაწყებად. ეპიდვითარებიდან გამომდინარე ჩატარდა დეზინფექცია. საერთო გადაწყვეტილება როგორი იქნება საქართველოში არ ვიცი, მაგრამ 4-ში სასწავლო პროცესი ყველგან იწყება და ჩვენც მზად ვართ“,_ გვითხრა ბარამიძემ.
ბარამიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ჩოხატაურში 540 აღსაზრდელია რეგისტრირებული. განაცხადების მიღება კი ამ წუთებშიც გრძელდება.
[sexy_author_bio]