ლანჩხუთის ბაგა- ბაღებში, სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის ინფორმაციით, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 19 სექტემბერს განახლდება.
მათივე ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლისთვის სკოლამდელი ცენტრის ადმინისტრაციის მიერ ბაგა-ბაღებისთვის შეძენილია საგანმანათლებლო (ხარჯვადი) მასალები: ფერადი ქაღალდები, პლასტელინები, მაკრატლები, საღებავი გუაში, აკვარელი, ფერადი ფანქრები, პასტელები, საკანცელარიო რვეულები, კინეტიკური ქვიშა და სხვა.