დიდთოვლობის გამო, სასწავლო პროცესი კვლავ შეჩერებულია აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლებში. განათლების მინისტრმა ადგილზე მოინახულა მიმდინარე სამუშაოები.
განათლების მინისტრის, ალექსანდრე წულაძის განცხადებით, სასწავლო პროცესი მას შემდეგ აღდგება, რაც ამინდის გაუმჯობესების შემდეგ, სამინისტრო სკოლების ინფრასტრუქტურული საჭიროებების შესწავლის მიზნით შესაბამის მონიტორინგს ჩაატარებს და უზრუნველყოფილი იქნება მოსწავლეებისათვის უსაფრთხო გარემო.
“ვიმყოფებოდით გურიის სამივე მუნიციპალიტეტში. რესურსცენტრებთან თანამშრომლობით აქტიურად ვართ ჩართული სწავლის აღდგენის პროცესში. მას შემდეგ, რაც დავრწმუნდებით, რომ სასწავლო გარემო უსაფრთხოა, ამის შემდეგ დავუშვებთ სასწავლო პროცესის აღდგენას. ამ მიზნით დავიწყეთ სკოლების გადმოთოვლისა და სხვადასხვა პროცედურები. ვიღებთ სხვადასხვა ზომებს უშუალოდ სასწავლო საზოგადოების, მასწავლებლებისა და სკოლის მოსწავლეების მხარდასაჭერად”, – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.