როგორც ცნობილია, ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის 11 დაწესებულებაში, ბავშვთა მოწამვლის თაობაზე, ლაბორატორიული ანალიზი ჩაუტარდა ყველა პროდუქტს. ჩვენ ვიუწყებოდით, რომ სეს-ის რეგიონულმა სამსახურმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ლაბორატორიული დასკვნის მიხედვით, ოზურგეთის საბავშვო ბაღებში, ბავშვების საკვები პროდუქტებით მოწამვლა გამოირიცხა. იგივე გვითხრეს წყლის თაობაზეც. თუმცა, ჩვენ სეს-ის რეგიონულ სამსაურში გვითხრეს ისიც, რომ წყალთან დაკავშირებით ხელმეორედ გაიგზავნა ლაბორატორიაში ნიმუში ანალიზის ჩასატარებლად.
„გურია ნიუსი“ სეს-ის რეგიონულ სამსახურის უფროსს, მანანა ერქომაიშვილს დაუკავშირდა და ჰკითხა, მოვიდა თუ არა პასუხი თბილისის ლაბორატორიიდან და თუ არ მოსულა, როდის ელოდებიან:
_დიახ, ჩვენ გავგზავნეთ წყალზე განმეორებითი ნიმუში. ვართ მოლოდინის რეჟიმში და როგორც კი მივიღებთ, გაცნობებთ, _გვითხრა მანანა ერქომაიშვილმა.
„გურია ნიუსი“, დიდი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ეცდება, პასუხის მიღებისთანავე აუწყოს მკითხველს.






























































