15 ნოემბერს ოზურგეთის საკრებულოში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი უნდა წარედგინათ, მაგრამ ეს პროცესი არ შედგა.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საბიუჯეტო-საფინანსო სამსახურის უფროსმა, გია მამაკაიშვილმა „გურია ნიუსთან საუბრისას“ აღნიშნა, ბიუჯეტი საკრებულოს მას შემდეგ წარედგინება, რაც ახალარჩეული მერი უფლებამოსილების გახორციელებას შეუდგება.
“საქართველოს მთავრობის 471 განკარგულების 7 მუხლით ახალი მუნიციპალიტეტი 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას და დამტკიცებას უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ახალი მუნიციპალიტეტი შეიქმნება, როცა ცენტრალური საარჩევნო კომისია ცნობს უფლებამოსილებად ახალარჩეული მერს.
უფებამოსილების ცნობიდან 10 დღის ვადაში ახლად არჩეული მერი წარუდგენს საკრებულოს ბიუჯეტის პროექტს“, _ გვითხრა მამაკაიშვილმა.