“ბათუმელების” ინფორმაციით, მზია ამაღლობელმა სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვის წარმოთქმის უფლება მოითხოვა.
„სასამართლოს ვთხოვ, მომცეს საბოლოო სიტყვის უფლება, მაგრამ ამისთვის ცალკე პროცესი ჩანიშნოს.
მომზადებისთვის არა, იმისთვის, რომ ძალები ფიზიკურად აღვიდგინო და იმისთვის, რომ რისი თქმაც მინდა, აქ ხმამაღლა ვთქვა”, – თქვა მზია ამაღლობელმა 1-ელი აგვისტოს სხდომის დასასრულს.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მომდევნო სხდომის თარიღად 4 აგვისტო განსაზღვრა.

































































