ცოტა ხნის წინ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა 16 ბავშვზე ჩაატარეს კვლევა. მათი ნახევარი ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე ოჯახში იზრდებოდა, ხოლო ნახევარი ინგლისურ-ესპანურენოვან ოჯახში.
კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც ინგლისურ-ესპანურენოვან ოჯახში იზრდებოდნენ ავლენდნენ უფრო მეტ გონებამახვილობას, უფრო მეტად კონცეტრაციისა და შემეცნების უნარებს.
„ასეთ ბავშვებს აქვთ უნარი მარტივად გადაჭრან სხვადასხვა, მათი ასაკითვის შესაბამისი პრობლემები, უფრო მარტივად ადაპტირდებიან გარესამყაროსთან“,_ ამბობს მკვლევარი, პატრიცია კული.
კიდევ ერთმა თანამედროვე კვლევამ აღნიშნული შეხედულება დაადასტურა და უფრო გაამყარა. კვლევის მიხედვით თუ მშობლებმა ორი ენა მაინც იციან და ბავშვს ორივე ენაზე ესაუბრებიან, ანალოგიურ შედეგს იღებენ – ბავშვი უფრო ჭკვიანია და უკეთ შემეცნება შეუძლია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ბავშვები უფრო მეტ წარმატებას აღწევენ სკოლაში, უფრო ბედნიერები არიან და მათთვის სწავლის პროცესი უფრო მარტივდება. მკვლევართა მტკიცებით, თუ ადამიანი ადრეული ასაკიდანვე სწავლობს მეორე ენას, მას აღარ უვითარდება გონერივი დაავადებები, მაგ: ალცჰეიმერის დაავადება.