ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საახალწლო სამზადისი აქტიურ ფაზაშია.
როგორც “გურია ნიუსს” მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, საახალწლო ნაძვის ხის ანთების ღონისძიება 26 დეკემბრისთვისაა დაგეგმილი.
რაც შეეხება ხარჯებს, თუ რა დაუჯდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიას წელს საახალწლო ღონისძიებები, ამის შესახებ ინფორმაციის მიღებას ველოდებით.