Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფან ბანსელმა თქვა, რომ პანდემია დასრულდება 2022 წლისთვის, მაგრამ COVID-19-ის მიმართ ყველაზე დაუცველებს შესაძლოა შემოდგომაზე ახალი ტიპის გამაძლიერებელი დასჭირდეთ.
”ჩვენ შეიძლება ვიცხოვროთ ენდემურ გარემოში, სადაც ვირუსი სამუდამოდ ვრცელდება საზოგადოებაში”,_ თქვა ბანსელმა.
ბანსელმა თქვა ამ თვის დასაწყისში, რომ „გონივრული“ იყო იმის ვარაუდი, რომ პანდემია მის საბოლოო სტადიაშია და 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს ან მძიმე ავადმყოფობის მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს, სავარაუდოდ, ყოველწლიური გამაძლიერებლები დასჭირდებათ.
ბანსელის ოპტიმისტური პროგნოზები ეფუძნება მის რწმენას, რომ არსებობს “დაახლოებით 80% შანსი”, რომ ვირუსი განვითარებასთან ერთად “ნაკლებად და ნაკლებად ვირულენტური” გახდება. მაგრამ, დაავადების ექსპერტები და ჯანდაცვის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვირუსი არაპროგნოზირებადია.