ორი დღეა ოზურგეთში მერიის ყოფილ შენობის კიბე სხვადასხვა ფერით შეიღება, რასაც სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოყვა.
“ფოტოებზე ჩანს, თუ როგორ გამოიყურებოდა იმ შენობის შესასვლელი კიბე, რომელშიც სხვადასხვა სამსახურთან ერთად, ჩვენი ოფისიც არის განთავსებული. ჩვენი მოხალისეების ინიციატვით, ეს კიბეები დასუფთავდა და რადგანაც სრულფასოვან რემონტს ვერ ჩავუტარებდით, მოხალისეებმა ის სხვადასხვა ფერში მოხატეს, შედეგი ჩანს ფოტოებზეც“, _ აღნიშნავს “ახალგაზრდული-სტუდენტური კავშირის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი კახა ლომაძე.
მისივე თქმით, ამით ცოტათი უფრო გალამაზდა ეს ადგილი.
“მაგრამ… ძალიან გამაკვირვა რამდენიმე ოზურგეთელის რეაქციამ, რომლებმაც კიბის მოხატვა აღიქვეს როგორც რაღაცის (საუბარია ლგბტ-ის ფერებზე) მინიშნება, დაიწყეს კონტექსტების მოძებნა, თუ რატომ მაინცდამაინც ეს ფერები და ა.შ. ყველას დასამშვიდებლად მინდა ვთქვა: ეს ფერები იმიტომაა, რომ სხვა ფერის “სფრეი”, უბრალოდ, არ იყო მაღაზიაში; ფერების წყობას თუ დაუკვირდებით, მიხვდებით, რომ მას არაფერთან კავშირი არ აქვს. და მთავარი _ როცა ჩვენი მოხალისეები ასუფთავებდნენ კიბეებს, უმჯობესი იქნებოდა, რომ დახმარებოდით, ვიდრე შორიდან, ჯიბეში ხელჩაწყობილს კომენტირება გაგეკეთებინათ: “ჯერე, მაი გაარემონტეთ და მერე შეღებეთ”; “აგენს ნეტა სხვა საქმე არ აქვს?!”; “მომეცით ერთი კრასკა, სახლში მაქ რაღაცა შესაღები”… _ მიიჩნევს ლომაძე.