17 მაისს, ოზურგეთში ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღე მოკრძალებით აღინიშნა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის – განათლებისა და გენდერულ საკითხთა განყოფილების ორგანიზებით, მრავალშვილიან ჩხარტიშვილებისა და ჩხატარაშვილების ოჯახს, მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ტკბილეული და საოჯახო ტექნიკა გადასცა.
„დღეს არის ოჯახის სიწმინდის დღე, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დაგვიდგინა, როგორც ეროვნული დღესასწაული და მადლობას ვუხდით ამისათვის. ცხოვრების მთავარი აზრი ოჯახია. მეუღლეებს შორის პატივისცემა და შვილების მშობლებისადმი მოკრძალება ოჯახურ ერთობას განაპირობებს. ეს ერთობა განსაკუთრებულად მრავალშვილიან ოჯახებში იგრძნობა. მე სამი შვილის მამა ვარ, ეს მაძლევს ყველა სირთულის დაძლევის ძალას, გილოცავთ ამ დღეს და შვილთა სიმრავლეს გისურვებთ.“ – აღნიშნა ირაკლი სირაძემ.





























































