25 დეკემბერს ქრისტეშობას ზეიმობენ ბეთლემში, სადაც ქრისტე იშვა.
როგორც euronews იუწყება, მაცხოვრის შობის ტაძარში საშობაო მესა მოკრძალებულად ჩატარდა უკვე მეორედ, ისრაელი-ჰამასის ომის ფონზე.
გავრცელებული ცნობით, ეკლესია სადღესასწაულოდ მორთული არ იყო, როგორც ეს ჩვეულებრივ მაცხოვრის შობის საპატივცემულოდ ხდება.
ტაძარში იმყოფებოდა წმინდა მიწის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი, კარდინალი პიერბატისტა პიცაბალა.
ომზე საუბრისას პიცაბალამ თქვა: ”ომი საშინელია დაყოფის ყველა შედეგით და ჩვენ ვართ ისეთ ადგილას, სადაც განხეთქილება ძალიან აშკარაა, ასევე სტრუქტურული თვალსაზრისით. გავლა, აზრი ისაა, რომ შესაძლებელია იქაც კი, სადაც უზარმაზარი და რთული კედლებია – თუ გვინდა, მათი გავლა შესაძლებელია“.
პიცაბალამ განაგრძო: „და ჩვენ გვინდა, განსაკუთრებით ამ საშობაოდ, გვინდა ვუთხრათ ჩვენს ხალხს, რომ არ დაკარგონ იმედი. ასევე შესაძლებელია დანგრევა ურთულესი კედელი, სიძულვილი, განხეთქილება, ზიზღი და სამართლიანობისა და ღირსების ნაკლებობა, რასაც ჩვენ აქ განვიცდით“.
იერუსალიმის ლათინური პატრიარქის ვიზიტი ღაზაში მას შემდეგ მოხდა, რაც რომის პაპმა ფრანცისკემ კვლავ გააკრიტიკა ისრაელის ქმედებები მის მიმდინარე ომში.
„უნდა ვთქვა, რომ ბეთლემში შობა ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ამჯერად უკვე მეორე წელია, ჩვენ გვაქვს სევდიანი შობა ბეთლემში“, – თქვა პიცაბალამ.