როგორი ამინდია მოსალოდნელი გურიაში უახლოესი დღეების განმავლობაში- ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელს, დოდო გვაზავას ვესაუბრეთ.
“ხვალ, დილის საათებიდან გამოიდარებს. უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თუმცა, 3 ნოემბერს, დღის ბოლოს კვლავ განახლდება წვიმა”,_ ამბობს გვაზავა.