როგორი ამინდია მოსალოდნელი ნოემბრის თვის ბოლო დღეების განმავლობაში გურიაში – ამის შესახებ “გურია ნიუსი” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელს, დოდო გვაზავას ესაუბრა.
“დღეს და ხვალ გურიის რეგიონში ნარჩუნდება ისევ თბილი და უნალექო ამინდი. ხვალ შეიძლება ღრუბლიანობამ მოიმატოს, მაგრამ ნალექი მოსალოდნელი არ არის. ჰაერის ტემპერატურა დაბლობ რაიონებში კვლავ ნარჩუნდება +20, +22 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში +13, +15 გრადუსი.
რაც შეეხება შაბათ – კვირას, 26 ნოემბრის საღამოს საათებიდან ცივი ჰაერის მასების შემოსვლაა მოსალოდნელი შავი ზღვის ჩრდილო დასავლეთიდან. ეს გამოიწვევს წვიმებს. დღის მეორე ნახევრიდან მოიმატებს ნალექის ინტენსივობა. 27 ნოემბერსაც შენარჩუნდება ნალექიანი ამინდი, დროგამოშვებით ძლიერად იწვიმებს. 26 ნოემბრის დღის ბოლოს შესაძლებელია მაღალ მთაში თოვლჭყაპი აღინიშნოს, ხოლო 27 ნომბერს ითოვებს.
28 ნოემბერს კვლავ გამოიდარებს.
28-29-30 ნოემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი”,_ ამბობს გვაზავა.