გურიაში დღესაც დროგამოშვებით ძლიერი ქარი იქროლებს, უნალექო ამინდი კი 28 იანვრამდე შენარჩუნდება_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
“დღესაც ძლიერი ქარი შენარჩუნდება, თუმცა არა ისეთი, როგორიც წინა დღეების განმავლობაში ქროდა. დაქროლვები ექნება დროგამოშვებით დაახლოებით 24 მ/წმ-ამდე.
ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 28 იანვრის ჩათვლით იქნება შედარებით თბილი. +14, +16 გრადუსი სითბო დღის საათებში, ხოლო ღამით +6, +8 გრადუსი. უნალექო ამინდი შენარჩუნდება 28 იანვრის ჩათვლით. 28 იანვარს, დღის მეორე ნახევარში, კი შესაძლოა, გაწვიმდეს”,_ ამბობს გვაზავა.
ავტორი