გურიაში დღის ბოლომდე მცირე ნალექი შენარჩუნდება, საღამოს საათებისკენ გამოიდარებს,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
“ხვალ მოსალოდნელია ტემპერატურის მომატება 18-20 გრადუსამდე, მაგრამ პირველი მარტიდან კვლავ არამდგრადი ამინდი იქნება. შესაძლებელია, 1-2 გრადუსით დაიკლოს ტემპერატურამ დაბლობ რაიონებში 1 მარტს, მაგრამ 2 მარტიდან 8 მარტამდე შედარებით ცივი ამინდია მოსალოდნელი. დაბლობში მაქსიმალურ და მინიმალურ ტემპერატურას შორის დიდი განსხვავება არ იქნება. ღამით +2, +4 გრადუსი, დღით კი +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება. მთიან რაიონებში შესაძლებელია კვლავ გათოვდეს 3 მარტიდან 6 მარტის ჩათვლით, ითოვებს მაღალ მთაშიც”,_ ამბობს გვაზავა.
[sexy_author_bio]