გურიაში არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ.
“გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, რომ 12 ივნისის ჩათვლით რეგიონში წვიმა ელჭექით, ცვალებადი მიმართულების ქარი და ჰაერის ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი.
“დღეს და ხვალ არის შესაძლებლობა რომ დღის მეორე ნახევარში იყოს წვიმა ელჭექით. ელჭექის დროს მოსალოდნელია ქარის გაძლიერება. ჰაერის მაქსიმალურ ტემპერატურას ვინარჩუნებთ დღეს +29 გრადუსს დაბლობ რაიონებში.
7 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით არამდგრადი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს რამდენიმე გრადუსით.
9-10 ივნისს ჰაერის ტემპერატურამ ისევ შეიძლება მოიმატოს +30 გრადუსამდე. დროგამოშვებით ხამოკლე ხასიათის წვიმაა მოსალოდნელი.
12 ივნისს ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს +24 გრადუსამდე. უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით ცალკეულ რაიონში შესაძლოა უფრო ძლიერი იყოს ნალექის ინტენსივობა ვიდრე 6 ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით პერიოდში დაფიქსირდება. დროგამოშვებით ცვალებადი მიმართულების ქარების გაძლიერებაა მოსალოდნელი ელჭექების დროს”,– ამბობს გვაზავა.