გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15-18 ოქტომბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +27, +32, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +23, +28 გრადუსია მოსალოდნელი. 19 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში გაწვიმდება და შედარებით აგრილდება.
თბილისში თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.