“30 აგვისტოს საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და ცვალებადი მიმართულების ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს რამდენიმე გრადუსით. დაბლობსა და ბარში დაახლოებით +25, +30 გრადუსამდე დაფიქსირდება, მთიან რაიონში +23, +28 ხოლო მაღალ მთაში +18, +24 გრადუსი მთელი საქართველოს მასშტაბით”,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
როგორც გვაზავამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, 30 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე შუა დღის საათებში მოსალოდნელია მცირე ხანმოკლე წვიმები აღინიშნოს.
“დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია 2 სექტემბრის ჩათვლით დაახლოებით +30, +35 გრადუსი, მთიან რაიონებში +27, +32 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში +22, +27 გრადუსი. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ დასავლეთ საქართველოსთან შედარებით 1 – 2 გრადუსით განსხვავებული ჰაერის ტემპერატურა დაფიქსირდება. მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობ რაიონებში +33 გრადუსამდე დაფიქსირდება, მთიან რაიონებში +25, +30, მაღალ მთაში დაახლოებით +18, +22 გრადუსია მოსალოდნელი.
3 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში გაწვიმდება, ზოგან ელჭექით, შესაძლოა, სეტყვაც აღინიშნოს”,_ გვითხრა გვაზავამ.