ჩოხატაურში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, _ სამძიმარის პოსტს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე “მედალფას” ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრის ნევროლოგი და სოფელ ზოტის ექიმი ელისო სიხარულიძე ავრცელებს.
“სამძიმარს გეუბნებით ყველას… ახლობლებს, მეგობრებს, მეზობლებს, მთელ სოფელს, განსაკუთრებით ოჯახს,მეუღლეს, შვილებს, შვილისშვილებს, დედმამიშვილებს, სანათესაოს… გუშინ იური გიორგაძე… დღეს აკაკი ირემაძე…მეც ვიღებ სამძიმარს თქვენთან ერთად…მიჭირს, ძალიან მიჭირს, როგორც ექიმს და როგორც მათ ახლობელ ადამიანს…როგორ არ დაგვინდო პანდემიამ….უფალი გაანათლებს მათ სულებს”, _ წერს ელისო სიხარულიძე…
როგორც “გურია ნიუსთან” საუბრისას ელისო სიხარულიძემ აღნიშნა, პაციენტს მძიმე თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა.
“მიუხედავად იმისა, რომ მქონდა ყოველდღიური კონტაქტი და სწრაფად მოხდა ჰოსპიტალიზაცია, მძიმე თანმდევი დაავადებების გამო, დადგა ლეტალური შედეგი”, _ გვითხრა ელისო სიხარულიძემ..































































