https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როგორ ჩანდა სახელმწიფო პანდემიის დროს საქართველოს “ინფორმაციულ პერიფერიაში“

13:35; 9.07.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

 “კარგად არ ვიცით ქართული და ჩვენთვის პრობლემა იყო ინფორმაციის გაგება კოვიდ-19-თან დაკავშირებით. ძალიან გვიჭირდა გაგვეგო, რა სიტუაცია იყო ქვეყანაში, როგორ მოვქცეულიყავით… და ახლა, კიდევ ახალი პრობლემაც დაემატა _ ვერ გავდივართ რეგისტრაციას ვაქცინის გასაკეთებლად, არ არის ჩვენთვის გასაგებ ენაზე… 55 წლის ვარ და არ ვიცი ქართულად წერა-კითხვა”, _ ამბობს “გურია ნიუსთან“ საუბარში საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობიდან. ვინაობის გამჟღავნება არ სურს _ რამდენიმე ათეული რესპონდენტიდან, რომლებიც ამავე პრობლემებზე საუბრობენ, ღიად მოსაუბრე ვერ ვიპოვეთ.

“გურია ნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ვითარებაში უწევდათ ცხოვრება პანდემიის დროს ეთნიკურ უმცირესობებს, რა პრობლემის წინაშე დადგნენ და დგანან ისინი პანდემიასთან ბრძოლისას. ამის გასარკვევად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს დავუკავშირდით.

პლატფორმა “სალამი” საქართველოს აზერბაიჯანელი აქტივისტების გაერთიანებაა, რომელიც ცდილობს ეთნიკური ჯგუფების პრობლემების, საჭიროებების, უფლებების იდენტიფიცირებას და ყურადღების ფოკუსირებას პრობლემის მოსაგვარებლლად.

ქამრან მამადლი სწორედ ამ პლატფორმის თანადამფუძნებელია. მისი თქმით, ეთნიკური აზერბაიჯანელები COVID-19-ის გამო შეზღუდვების დროს უამრავი პრობლემის წინაშე დადგნენ.

_ ყველაზე დიდი გამოწვევა, ის იყო, რომ პანდემიის პირველივე დღიდან, ეთნიკური უმცირესობებისთვის ენის ბარიერის გამო, მიუწვდომელი იყო ინფორმაცია. ამიტომ, ისინი იმ რეალური ცხოვრების მიღმა დარჩნენ, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით. პანდემიის დასაწყისში, ყოველ წამს მედიისგან ახალ ინფორმაციას ველოდით ყველა, რაც ენის ბარიერის გამო მიუწვდომელი იყო ეთნიკური უმცირესობებისთვის. ასევე, მიუწვდომელი იყო ვებ პორტალის _ stop.cov.ge შინაარსი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ეთნიკური უმცირესობებისთვის. ენის ბარიერის გამო იქმნებოდა პრობლემა, როდესაც ეთნიკურად აზერბაიჯანელი ინფიცირდებოდა კოვიდით _ 144-ის “ცხელ ხაზზე“ არ ჰყავდათ ეთნიკური უმცრესობების ენაზე მოსაუბრე ოპერატორი…

პირველ ეტაპზე, ჩვენ ვცდლობდით სახელმწიფო უწყებებისთვის და სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციისთვის შეგვეთავაზებინა მხარდაჭერა ეთნიკური უმცირესობებისთვის ინფორმაციის მიწოდების კუთხით. სოციალური ქსელების და ჩვენი პირადი კავშირების გამოყენებით ვავრცელებდით ინფორმაციას ვირუსზე. პატარა საინფორმაციო ბუკლეტები გვქონდა მომზადებული აზერბაიჯანულ ენაზე. ასევე, მათთვის გასაგებ ენაზე ვუხსნიდით, თუ რა სიტუაცია იყო ვირუსთან დაკავშირებით და რა არის პანდემია; როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ამ დროს. თუმცა, როცა ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ვაფრთხილებდით, რომ ხელები დღის განმავლობაში რამდენჯერმე უნდა დაებანათ გვპასუხობდნენ, რომ წყალი არ აქვთ _ უწყლობა საქართველოს ბევრ კუთხეშია გადაუჭრელი პრობლემა…

პანდემიის პირველივე დღეებში, როცა მარნეული და ბოლნისი ჩაიკეტა, მოსახლეობა პანიკამ მოიცვა, რადგან სახელმწიფო უმეტესად პოლიციური ძალებით ცდილობდა არსებული სიტუაციის მართვას და ძალიან დაბალი იყო მოსახლეობისთვის მათთვის გასაგებ ენაზე ინფორმაციის მიწოდება. განვახორციელეთ პატარა პროექტი _ ჩვენ ვცდილობდით ამ სიცარიელის შევსებას მათთვის გასაგებ ენაზე. ჩვენი აქტიური მოწოდების შემდეგ დაიწყო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დღეში რამდენჯერმე წინასწარ მომზადებული ტექსტის აზერბაიჯანულ ენაზე გაშვება.

ქამრან მამადლის თქმით, სამწუხაროდ, ძალიან დაბალი იყო საზოგადოების მხრიდან თანადგომა და დახმარება ეთნიკური უმცირესობებისთვის.

_ უფრო დიდი აგრესია მოდიოდა საზოგადოებისგან ეთნიკური აზერბაიჯანელების მიმართ, 54-ე პაციენტის ქეისის შემდეგ, ხოლო, როცა მარნეული და დმანისი ჩაიკეტა, დღის წესრიგშიც ეთნიკური აზერბაიჯანელები მოინიშნა, როგორც ჩამორჩენილი ხალხი, რომლებსაც სჭირდებოდათ ძლიერი ხელი პანდემიის სამართავად, _ ამბობს ქამრანი. მისი თქმით, საზოგადოების დიდი ნაწილი სოციალურ ქსელებში, საჯარო მოხელეებიც კი დამამცირებელი, აგრესიული და გამრიყავი ენით საუბრობდნენ ეთნიკური აზერბაიჯანელების შესახებ. როგორც ქამრანი ამბობს, ეთნიკური აზერბაიჯანელები ზრუნვის ნაცვლად, აგრესიას და გარიყვას გრძნობდნენ საზოგადოების დიდი ნაწილისგან.

_ პანდემიის დროს, სამწუხაროდ, სახელმწიფო არ ჩანდა ეთნიკური უმცირესობების რეგიონებში, _ ამბობს ქამრანი.

რა თქმა უნდა, საუბარს აზერბაიჯანულ სკოლებში ქართული ენის სწავლების შესახებ ვაგრძელებთ. სახელმწიფო ენის არცოდნა, ცხადია, ეთნიკურ უმცირესობებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პრობლმებს უჩენს.

_ იმ სოფლებში, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია სკოლები. ეთნიკური აზერბაიჯანელები, უმეტესად, დასახლებულები არიან სოფლებში, სადაც მასწავლებლები მხოლოდ რამდენიმე საათით ჩადიან; ხშირად მოგვისმენია მოსახლეობისგან, რომ ამ მასწავლებლებისთვის თვითმიზანი ქართული ენის სწავლება არაა. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობენ. ჩვენთან, “სალამში” რამდენიმე ადამიანი პირდაპირ ამბობს, რომ არა მოხალისე მასწავლებელი, ასე კარგად ვერ ისწავლიდნენ ქართულს. ეს არის კონკრეტული შემთხვევები, თუმცა, ერთიანობაში რომ ავიღოთ, ეთნიკური აზერბაიჯანელების თქმით, ბევრი საქმეს ზედაპირულად უდგება.

რა თქმა უნდა, მშობლიური ენის სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ის, რასაც განათლების სამინისტრო ამბობს ბილინგვური სწავლების შესახებ, როცა სხვადასხვა საგნებს ორ ენაზე ისწავლიან, ეს პრაქტიკა, ჯერჯერობით, არ არის დანერგილი რამდენიმე სკოლის გარდა.

თავიდან, როცა ძალიან დიდი ვაკუუმი იყო ინფორმაციული კუთხით, მის ამოვსებას არასამთავრობო სექტორი ცდილობდა მოხალისეობრივად. შემდეგ, სახელმწიფო უწყებები ჩაერთვნენ _ დაიწყეს ლიფლტების დარიგება, რაც ძალიან მცირედია. უფრო გვიან, როცა სამსახურდაკარგული ადამიანებისთვის სახელმწიფო იწყებდა კომპენსაციების დარიგებას, სისტემა მხოლოდ ქართულ ენაზე მუშაობდა და ეთნიკური აზერბაიჯანელებისთვის იქ დარეგისტრირება რთული იყო. ისევ ჩვენ, პლატფორმა ” სალამი” ვცდილობდით ამ ადამიანებს დავხმარებოდით. მაშინ სახელმწიფომ ვერ გათვალა, რომ მისი მოქალაქეები არსებითად არათანაბარ პირობებში აღმოჩნდებოდნენ. ბევრმა ადამიანმა ვერ შეძლო ამ დახმარების მიღება. შემდეგ, მათ შორის ჩვენი მუშაობის შედეგად (ალბათ, ეს იყო ჩვენი პროექტის ყველაზე დიდი წარმატება) ბავშვების და არასრულწლოვნების რეგისტრაციის დროს, თვითმმართველობები ძალიან აქტიურად ჩაერთნენ.

ქამრანი ჰყვება, თუ როგორ ეუბნებოდნენ უარს დაეთმოთ მათთვის ფართი და “ოფისის“ გამართვა, სადაც მოქალაქეებს კომპენსაციის მისაღებად არეგისტრირებდნენ, ავტობუსის მოსაცდელშიც კი მოუხდათ!

ჩვენ აზერბაიჯანულენოვან სკოლაში მომუშავე ქართული ენის მასწავლებელს ვესაუბრეთ. მისი თქმით, პანდემიის დროს, დირექცია ყველაფერში ეხმარებოდა მოსწავლეებს. პანდემიის პირველ ეტაპზე, ვოთსაპში უტარებდნენ გაკვეთილებს მოსწავლეებს, ხოლო მეორედ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლისას თიმსში გააგრძელეს გაკვეთილები.

_ თუმცა, სამწუხაროდ, ბავშვების ჩართულობა იყო 30-40%. როდესაც მოსწავლეები გაკვეთილს არ ესწრებოდნენ, მობილურზე ვურეკავდი, რომ დავალება მიმეცა ან ჩამებარებინა დავალება. ენის ბარიერის გამო, გაგების პრობლემა იყო დისტანციური სწავლებისას, მაგრამ, მასწავლებლები ვცდილობდით გაგება-გააზრების დონე, შეძლებისდაგვარად, მაქსიმალური ყოფილიყო, _ ამბობს “გურია ნიუსთან“ საუბარში ქართული ენის მასწავლებელი, რომელიც ინტერვიუზე მხოლოდ ვინაობის დასახელების გარეშე დაგვთანხმდა.

“დემოკრატ მესხთა კავშირის“ საქმიანობის სფერო მოსახლეობის უფასო სამართლებრივი დახმარება, ასევე, ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციაა. კავშირის წარმომადგენელი გია ანდღულაძე სამცხე-ჯავახეთში არსებულ პრობლემებზე საუბრისას ამბობს, რომ ეს პრობლემები დღეს, ან პანდემიის დროს არ შექმნილა და მრავალი წელია არსებობს.უბრალოდ, პანდემიამ გაამწვავა, უფრო დიდ პრობლემად გადააქცია.

გია ანდღულაძე | ფოტო: tv9news.ge

_ პანდემიის დროს ჩაიკეტა სახმელეთო საზღვრები და პრობლემა შეიქმნა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირების გადაადგილებაზე საქართველოში. ამან გამოიწვია ის, რომ ოჯახები დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ ნახულობენ ერთმანეთს და მხოლოდ ინტერნეტით საუბრობენ. ერთი ოჯახის წევრები შეიძლება იყვნენ სომხეთის ან რუსეთის მოქალაქეები მათივე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე. აქ მცხოვრები ადამიანები ცდილობენ, რომ ოჯახის რჩენის მიზნით, დასაქმდნენ რუსეთში. იქ კი მეტად ერჩიან სააქართველოს მოქალაქეებს, ვიდრე სომხეთის მოქალაქეებს. ჯავახეთის და სამცხის მაცხოვრებელმა ძალიან ბევრმა ეთნიკურად სომეხმა მიიღო სომხეთის ან რუსეთის მოქალაქეობა. ავტომატურად, პანდემიის გამოცხადების და საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ, ამ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის გარეთ იყვნენ გასულები, აეკრძალათ ქვეყანაში შემოსვლა და ოჯახებს მოწყდნენ.

პრობლემა, რომ ეთნიკურ უმცირესობებს არ ჰქონდათ საქართველოში საკუთარი თავის რეალიზების საშუალება, აქამდეც იყო. ისინი ოჯახის რჩენის გამო, იძულებულები იყვნენ დაეტოვებინათ ოჯახები და წასულიყვნენ ფიზიკურად სამუშაოდ, მიეღოთ რუსეთის ან სომხეთის მოქალაქეობა, რათა ნაკლები პრობლემები შექმნოდათ.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ფონზე ის, რომ ეთნიკურ უმცირესობებს მათთვის გასაგებ ენაზე ჰქონოდათ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით “ცხელ ხაზზე “, რადგან, ფიზიკურად ადამიანებმა არ იცოდნენ, საჭიროების შემთხვევაში სად უნდა დაერეკათ.

_ ამ პრობლემების ფონზე, თქვენ როგორ ცდილობდით მოქალაქეების დახმარებას?

_ ამ შემთხვევაში ჩვენი რესურსი საკმაოდ მწირი იყო. შემოვიფარგლებოდით საინფორმაციო კამპანიით და სამართლებრივი კონსულტაციების გაცემით. რადგან ყველასთვის დახმარების აღმოსაჩენი ფინანსები ფიზიკურად არ აქვს ჩვენს ორგანიზაციას. მხოლოდ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ იყო შეთავაზებული სხვადასხვა სახის დახმარება _ ზოგი ბუკლეტს წერდა, ზოგი ადგილობრივი მედიით ავრცელებდა ინფორმაციას, ზოგმა პლაკატი დაბეჭდა და სოფელ- სოფელ იარა, გააკრა…. ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში გავაკეთეთ ნაჭრის ჩანთები და მათზე დავიტანეთ ინფორმაცია. ყველა ჩვენთვის ხელმისაწვდომი საშუალებით ვცდილობდით როგორც სამართლებრივ დახმარებას, ისე ინფორმაციის მიწოდებას.

_ ჩანდა თუ არა რეგიონში სახელმწიფო და რა გზით ცდილობდა დახმარებოდა ეთნიკურ უმცირესობებს?

_ ჩემთვის ცნობილი არ არის ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფოს მხრიდან რაიმე განსაკუთრებული მიდგომა ან პროგრამა. მათთვისაც კეთდებიდა ის, რაც კეთდებოდა მთლიანად საქართველოსთვის. არ ხდებოდა ეთნიკური უმცირესობების პრობლემების გათვალისწინება. როგორც იცით, შარშან, სრული ლოქდაუნის გამოცხადების შემდეგ, სახელმწიფომ უსამსახუროდ დარჩენილ ადამიანებს მისცა საშუალება მიეღოთ 200-ლარიანი დახმარება, თუმცა, ეს საიტი მხოლოდ ქართულ ენაზე მუშაობდა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები,რომლებმაც არ იციან სახელმწიფო ენა, ვერ ახერხებდნენ დარეგისტრირებას.

ვაქცინაციის დარეგისტრირების საიტზეც მხოლოდ ინსტრუქცია არის ოსურად, რუსულად, აზრბაიჯანულად, სომხურად და აფხაზურად, მაგრამ მხოლოდ ინსტრუქცია! სხვა დანარჩენი _ რეგისტრაციისთვის ქართულად უნდა შეავსო… ამაზე სახელმწიფოს მხრიდან რეაქცია არ ყოფილა. რეგისტრაციის ინსტრუქციის ეთნიკური უმცირესობების ენაზე თარგმნა არ ნიშნავს იმას, რომ გავარჩევ სად რა წერია და სად რა ჩავწერო. ხელოვნური ბარიერია შექმნილი, რომ ეთნიკური უმცირესობები ვერ დარეგისტრირდნენ.

მე სპეციალურად ვესაუბრე სპეციალისტებს და ძალიან მარტივია საიტის მიბმა გუგლ თრანსლეითის პროგრამაზე, რომ ადამიანმა თავისთვის გასაგებ ენაზე შეიყვანოს საკუთარი მონაცემები, მაგრამ ბაზაში გამოჩნდეს ქართულ ენაზე, _ ამბობს გია ანდღულაძე.

საქართველოს ეროვნული სტატისტიკის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის 13%-ზე მეტი სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობისაა.

მართალია, ისევე როგორც მრავალრიცხოვან სტრატეგიებსა და ანგარიშებში, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის სამთავრობო ანგარიშშიც ყველაფერი რიგზეა, მაგრამ სწორედ კრიზისულმა ვითარებამ ბოლომდე გააშიშვლა ქვეყანაში არსებული ვითარება _ ხელმისაწვდომი და გასაგები ინფორმაციისგან მიტოვებული ადამიანების დისკრიმინაცია, მათი მონათვლა ჩამორჩენილებად, განუვითარებლებად, დანარჩენი მოსახლეობისვის საფრთხის მომტანად. შეგახსენებთ: მაშინ, როცა ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული ორი რაიონი, მარნეული და ბოლნისი, ახალი კორონავირუსის შიდა გავრცელების შემთხვევის გამო ჩაიკეტა, „წითელ ზონებად“ გამოცხადებულ რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ერთდროულად უწევდა კორონავირუსთან, ეკონომიკური სიდუხჭირის შიშსა და ეთნო-ნაციონალიზმთან ბრძოლა.

“იმის მაგივრად, რომ ადგილობრივი აქტივისტების ენერგია კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე, ვირუსის პრევენციასა და ეკონომიკური სირთულეების თავიდან არიდებაზე დახარჯულიყო, მათ მოუხდათ ინტერნეტ კამპანიის წამოწყება, რომლის მთავარი მესიჯიც იყო – „მე ვარ საქართველოს მოქალაქე“. მიუხედავად ხშირად გაგონილი ფრაზისა, რომ კორონავირუსით გამოწვეული საფრთხის წინაშე ყველანი თანასწორები ვართ, სტატისტიკამ აჩვენა, რომ დაავადებით გამოწვეული ზიანი საკმაოდ არაერთგვაროვანია სხვადასხვა სოციალური ჯგუფისათვის, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებისათვის. აღნიშნული ზიანი დამოკიდებულია წინაპირობებზე, რომლებიც საზოგადოებაში ამა თუ იმ ჯგუფს გააჩნია. მაგალითად, ამ თემაზე ერთ–ერთმა ადრეულმა კვლევამ აჩვენა, რომ აშშ–ისა და დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა გაცილებით უფრო მაღალია შავკანიან და ეთნიკურად შერეულ ადამიანებში (White & Nafilyan, 2020 Gross et al., 2020). ამას ხელს უწყობს სოციო–ეკონომიკური უთანასწორობა, ჯანმრთელობის უკვე არსებული პრობლემები ამ ჯგუფებში და დისკრიმინაცია, რომელსაც ისინი სისტემურად განიცდიან.

თავად ის ფაქტი, რომ კორონავირუსის შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა ეთნიკურად არაქართველებით დასახლებულ რეგიონში დაფიქსირდა, შესაძლოა უბრალო შემთხვევითობა იყოს, თუმცა, ამასთანავე, ამ რეგიონის ინფორმაციულ პერიფერიად არსებობაზეც მიუთითებდეს. ინფორმაციული ვაკუუმის გარღვევაზე ზრუნვა სხვადასხვა აქტორმა, მათ შორის მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ თუ მედიამ მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც მარნეული და ბოლნისი უკვე „წითელ ზონად“ იყო გამოცხადებული“, _ ნათქვამია კვლევაში “ეთნიკური უმცირესობების საჭიროებები, საზოგადოებრივი მაუწყებელი და პანდემია“, რომელიც 2020 წლის ზაფხულში ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა მოამზადა (https://socialjustice.org.ge/uploads/products/pdf).

როგორც კვლევაშია ნათქვამი, მონიტორინგმა აჩვენა, რომ კრიზისულ პერიოდშიც კი, როდესაც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რაიონები ჩაკეტილი იყო, არაქართულენოვან მოსახლეობას არ ჰქონია საშუალება, დამატებითი ძალისხმევის გაღების გარეშე მიეღოთ სრულყოფილი ინფორმაცია საფრთხეზე, რომელიც მათ ჯანმრთელობას, ეკონომიკურ თუ მენტალურ კეთილდღეობას ემუქრებოდა. მათ შორის, არც იმ ინსტიტუციისგან, რომლის დაფინანსებაშიც თავადაც იღებენ მონაწილეობას (იგულისხმება საზოგადოებრივი მაუწყებელი. რედ.).

“კიდევ უფრო საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არაკრიზისულ პერიოდში მოსახელობის ეს ნაწილი კიდევ უფრო ნაკლებად პრიორიტეტულია და მათ ინფორმირებულობაზე კიდევ უფრო ნაკლები ძალისხმევა იხარჯება ხოლმე. შესაბამისად, გონივრული იქნებოდა თუკი ქართული სახელმწიფო საერთაშორისო დოკუმენტებით ნაკისრი ვალდებულების ფორმალური შესრულების ნაცვლად, კონკრეტულ ინიციატივებს შესთავაზებდა არაქართულენოვან მოსახლეობას ინფორმაციულობის დონის ასამაღლებლად“, _ ნათქვამია კვლევაში.

და ბოლოს, როგორია იქედან _ საქართველოს “ინფორმაციული პერიფერიიდან“ დანახული შიშველი სიმართლე? ბოლნისელი ელმადდინ მამედლი ბლოგში წერს: „პანდემიამ და მარნეული/ბოლნისის მუნიციპალიტეტების ჩაკეტვამ ჩვენს საზოგადოებაში არსებული ორი უჩინარი საკითხი გააშიშვლა: პირველი, ქვეყნის შიგნით არსებული უთანასწორობისა და რასიზმის ღრმა და უჩინარი ხაზები; მეორე, ცენტრსა და პერიფერიებს, უმრავლესობასა და უმცირესობას, ელიტებსა და ჩაგრულებს შორის კავშირების ტრივიალური ბუნება“.

ავტორები: თეო როსტიაშვილი, ლისა კოროშინაძე

გია ანდღულაძედემოკრატ მესხთა კავშირიდმანისიქამრან მამადლი
გაზიარება2Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

დადგენილება: ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს

14:42; 29 იანვარი, 2026
საზოგადოება

“ჩემთან თუ 15-20 ლარით ნაკლებს არ დახარჯავთ, ვიდრე სუპერმარკეტში, ამ მაღაზიას ვაჩუქებ თქვენს რედაქციას”

13:39; 29 იანვარი, 2026
საზოგადოება

ლანჩხუთის სოფლები ბუნებრივი აირის მოლოდინში

13:36; 29 იანვარი, 2026
საზოგადოება

“განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება დასავლეთ საქართველოში” _ კობა ფარტენაძე მოსალოდნელი ამინდის შესახებ

10:01; 29 იანვარი, 2026
საზოგადოება

20 წელი სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან

21:17; 28 იანვარი, 2026

"ყურშას ბიჭები" გუთურის სკოლაში _ "უანგარო სიკეთის კეთება მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ"

დავით ჭიჭინაძე: ივანიშვილი დიდი დილემის წინაშე დგას - ვისთან დალაგდეს

ყველა სიახლე

სამართალი

“თაღლითურად დაეუფლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 19 090 ლარს” _ საგანგებო ბრიფინგი სუს-ში

14:44; 29.01.2026
საზოგადოება

დადგენილება: ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს

14:42; 29.01.2026
პოლიტიკა

“მეწარმე იურიდიული პირი მეწარმე სუბიექტი უნდა იყოს, ხოლო პოლიტიკა პარტიამ აკეთოს”

14:35; 29.01.2026
მსოფლიო

რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქი დაბომბა – დაიღუპა სამი ადამიანი

13:57; 29.01.2026
სამართალი

სისტემატურად აუპატიურებდა ოჯახის წევრს _ დაკავებულია 19 წლის ბიჭი

13:50; 29.01.2026
საზოგადოება

“ჩემთან თუ 15-20 ლარით ნაკლებს არ დახარჯავთ, ვიდრე სუპერმარკეტში, ამ მაღაზიას ვაჩუქებ თქვენს რედაქციას”

13:39; 29.01.2026
საზოგადოება

ლანჩხუთის სოფლები ბუნებრივი აირის მოლოდინში

13:36; 29.01.2026
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას – გამოსავალი არის დიალოგი და ლაპარაკი, რაც არ უნდა მძიმე იყოს!

13:32; 29.01.2026
პოლიტიკა

დავით შარაშიძეს, რომელიც პოლიციელის ცემაშია ბრალდებული, უფლებამოსილება შეუჩერეს

12:34; 29.01.2026
სამართალი

დააკავეს თუ არა ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის ინციდენტში მონაწილე პირები

12:26; 29.01.2026
სამართალი

ჩოხატაურის მერის პირველი მოადგილის მამა დააკავეს

11:56; 29.01.2026
საზოგადოება

“განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება დასავლეთ საქართველოში” _ კობა ფარტენაძე მოსალოდნელი ამინდის შესახებ

10:01; 29.01.2026
ზაფრანი

ვოლოდიმირ ზელენსკი – ვიცით, რომ რუსები ახალი თავდასხმისთვის ემზადებიან

9:49; 29.01.2026
ზაფრანი

რა ასაკში გამდიდრდებით

9:35; 29.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნები უტყუარი ინტუიციით

9:32; 29.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო