„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „ლელოს“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განცხადება იმის შესახებ გააკეთა, თუ როგორ დახვდება ოპოზიცია მაიკ პომპეოს ვიზიტს.
„ეს იქნება საზეიმო დახვედრა. იქნება სტიკერები წარწერით „გაყალბებულია“. დაცული იქნება სოციალური დისტანცია და აქციის მონაწილეები ამერიკის დროშებით დადგებიან ამ სტიკერებზე, ვიტყვით მხოლოდ ერთ სიტყვას – „გაყალბებულია“. სხვა გამოსვლა, სხვა პოლიტიკური განცახდება არ იქნება“, – აცხადებს გიგი უგულავა.
ცნობისთვის, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ოფიციალური ვიზიტით საქართველოს 17-18 ნოემბერს ეწვევა.



































































