წამლის დალევა პატარებს არ უყვართ, მაგრამ თუ დიდებს კიდევ შეიძლება ავუხსნათ რომ წამლის მიღება აუცილებელია, სულ სხვაგვარადაა საქმე, როდესაც 1 წლამდე პატარებისთვის გვიწევს წამლის მიცემა.
პატარები სიცხის დამწევ ტკბილი სიროფის დალევაზეც კი ამბობენ უარს.
ინგლისელმა ექთანმა ჰელენა ლიმ ამ პრობლემის გადაწყვეტის გზას მიაგნო.
აი, რას გვთავაზობს ის:
„შენიღბეთ წამლიანი შპრიცი საწოვარას თავსახურით, რომელსაც პატარა მიჩვეულია და ნელ-ნელა ჩაუშვით წამალი შპრიციდან.”