თუ გსურთ მსუყე ლხინის შემდეგ დაიბრუნოთ სასურველი ფორმა, ყოველდღიურად მიირთვით დაბალკალორიული საკვები. დაიცავით ეს წესები:
1. არ ჭამოთ მაძღრისად;
2. სადილი დაიწყეთ ბოსტნეულის სალათით;
3. ჭამეთ არანაკლებ 3-4-ჯერ დღეში;
4. მიიღეთ დღეში არანაკლებ 1,5-2 ლ სითხე;
5. საკვები მიირთვით სიამოვნებით.
ნებისმიერი დიეტა, რომელიც ზღუდავს სითხის მიღებას, განსაკუთრებით საშიშია თირკმლებისთვის, რომელმაც დღეში 4 ლ სითხე უნდა გაფილტროს. ასეთი დიეტა “აშრობს” ორგანიზმს, და საკმარისია, დიეტის შემდეგ დაიწყოთ სითხის მიღება, რომ ისევ მოიმატებთ წონაში.