თუ გსურთ, ასაკმა ნაკლებად დააჩნიოს კვალი თქვენს გარეგნობას, დიდხანს შეინარჩუნოთ ახალგაზრდული განწყობა და ენერგია, ამაზე გამუდმებით უნდა იზრუნოთ. რა აძლევს ადამიანს ძალას, დარჩეს სულით ახალგაზრდა? უნიკალური რეცეპტი არ არსებობს. ზოგისთვის ეს სიყვარულია, ზოგისთვის – თვითსრულყოფის შესაძლებლობა. გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას:
ყოველი სიგარეტი კიდევ ერთი ნაოჭია.
მიირთვით რძემჟავა პროდუქტები: იოგურტი, მაწონი, კეფირი.
კარგად გამოიძინეთ. სრულფასოვანი ძილი ახალგაზრდობას ახანგრძლივებს.
მაგარი ალკოჰოლური სასმელები უმჯობესია საერთოდ დაივიწყოთ.
ეცადეთ, არ გაბრაზდეთ, არ გაღიზიანდეთ, განსაკუთრებით, წვრილმანების გამო.
კარგად დააკვირდით თქვენს გარეგნობას, ობიექტურად შეაფასეთ ნაკლიც და ღირსებაც, გონივრულად დაფარეთ ნაკლი, ხოლო ღირსებას ხაზი გაუსვით.
შეხედეთ ცხოვრებას მარტივად. მიიღეთ ის ისეთი, როგორიც არის. დაეხმარეთ მათ, ვისაც უჭირს, იფიქრეთ მხოლოდ კარგზე და გჯეროდეთ წარმატების.