ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა, ევოლუციური ანთროპოლოგიის პროფესორის, რობინ დანბარის ხელმძღვანელობით, დაადგინა, რომ სასიყვარულო ურთიერთობების დაწყების შემდეგ ადამიანები კარგავენ 5 მეგობრიდან 2 მეგობარს!
გამოკვლეული იყო 540 მოხალისე 18 წლის ასაკს ზემოთ, რომელთაც უნდა ეპასუხათ კითხვაზე, რა სახით ინარჩუნებდნენ ურთიერთობებს ძველ მეგობრებთან ახალი სასიყვარულო რომანის დაწყების დროიდან. გამოკვლევამ დაადასტურა, რომ ახალ რომანტიკულ პარტნიორთან ადაპტაციის პროცესში კავშირ–ურთიერთობებიდან გამოვარდებოდნენ ხოლმე: ერთი ნათესავი და ერთი მეგობარი.
„ურთიერთობათა სიახლოვე და ემოციური ჩართულობა კორელირებს მეგობრებთან ურთიერთობის სიხშირესთან“, – განმარტავს დანბარი. – „როდესაც მათ ძველებური სიხშირით ვერ ხედავთ, ემოციური კავშირი სუსტდება. რაკიღა ყურადღება ფოკუსირებულია სექსუალურ პარტრნიორზე, აღარ რჩება იმდენი დრო სხვა ადამიანებთან საურთიერთობოდ. ამდენად, კავშირები სუსტდება და ზოგიერთი ადამიანი გადადის ნაკლებად ახლობლის რანგში“.