ეს ვიდეო, “გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა ჩვენმა მკითხველმა მოაწოდა.
როგორც ვიდეოში ჩანს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს, მაია ჩავლეიშვილს, ფოლკლორის ცენტრიდან ბავშვები მიჰყავს სოფელ მთისპირში.
“არის შემთხვევები, როდესაც ქალაქიდან ამომყავს ბავშვები სოფელ მთისპირში და გზაში ასე ერთობიან. მიხარია, რომ ასეთი თაობა იზრდება და მეც შეძლებისდაგვარად ვეხმარები მათ“ – გვითხრა მაია ჩავლეიშვილმა.