მეორადი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები, კოპენჰაგენში, შესაძლოა გახდეს ადგილი, სადაც სექსმუშაკები შეძლებენ კლიენტებს უსაფრთხოდ მოემსახურონ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი დანიელ სოციალურ მეწარმეს, მიშელ ლოდბერგ ოსლენს ეკუთვნის და მისი მიზანი ძალადობის და ექსპლუატაციის რისკის შემცირებაა.
როგორც ცნობილია, დანიაში პროსტიტუცია ლეგალური 1999 წელს გახდა, მაგრამ სექს მუშაკები ოთახის დაქირავებისას წინააღმდეგობებს მაინც აწყდებიან.
მაუწყებლის ინფორმაციით, ამ იდეის განხორციელება 2016 წლის ნოემბრიდან დაიწყო.
გავრცელებული ცნობით, მანქანაში გამაფრთხილებელი წარწერაა, რომ ძალადობრივი ქმედების შემთხვევაში პოლიცია იქნება გამოძახებული.
გარდა ამისა, მანქანა წყვილისთვის საჭირო ნივთებითაცაა აღჭურვილი, როგორიცაა, მაგალითად, სუფთა ტილო და პრეზერვატივები.
მაუწყებლის ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ძველი მანქანის გამოყენების იდეა ქვეყნისთვის ახალი არ არის.
როგორც ცნობილია, 1990-იან წლებში გაჩნდა იდეა, რომ მანქანაში ექიმისა და ექთნის თანდასწრებით ნარკომომხმარებლებს ჰეროინი გაეკეთებინათ.
გავრცელებული ცნობით, ამჟამად, დანიაში სულ 5 ე.წ. „სარემონტო ოთახია“ და მათ შორის ყველაზე დიდი კოპენჰაგენში, დანიის ეროვნულ მუზეუმშია განთავსებული.
მიშელ ლოდბერგ ოსლენი იმედოვნებს, რომ მისი იდეაც „სარემონტო ოთახების“ მსგავსად წარმატებით იფუნქციონირებს.