მას შემდეგ, რაც უმრავლესობის წარდგინებით, ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ბესიკ ტაბიძე 18 ხმით მეორე ვადით აირჩიეს, პირველი მოადგილის თანამდებობაზე ემზარ თევდორაძის კანდიდატურა , ხოლო მოადგილეების თანამდებობებზე ვერიკო კვირკველიასა და გიორგი ჩახვაძის კანდიდატურები დაასახელა.
საკრებულოს წევრებმა წარმოდგენილი კანდიდატურები ფარული კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს. ფარული კენჭისყრის საფუძველზე ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებული ხუთი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეებიც.
იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია- გიორგი ხელაძე საფინანსო-საბიუჯეტო კომისია-ალექსანდრე მახათაძე;
სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისია- გიორგი იმნაიშვილი;
ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისია-ზაზა წულაძე;
სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია- კარლო კვიტაიშვილი;
სხდომაზე, სამანდატო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დარეგისტრირდა სამი ფრაქცია: „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“-თავმჯდომარე ია მოქია;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-თავმჯდომარე კახაბერ ასკურავა.
„ლანჩხუთი საქართველოსთვის“-თავმჯდომარე მაკა მშვიდობაძე.
ცნობისთვის, 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 27 -წევრიან საკრებულოში „ქართულ ოცნებას” 20 წევრი ჰყავს, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”- 4, გიორგი გახარიას პარტიას “საქართველოსთვის” -2, ხოლო “ლელო საქართველოსთვის”-1.
[sexy_author_bio]