https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ფული სამშობლოს სანაცვლოდ _ აშშ გრენლადიელებისთვის თანხის დარიგებას აპირებს

    ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

    ნაგავსაყრელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    ძლიერი სიცხე ავსტრალიაში – ხანძრის საშიშროების დონე კატასტროფულ ნიშნულზეა

    ვენესუელას შინაგან საქმეთა მინისტრი – აშშ-ს თავდასხმას 100 ადამიანი ემსხვერპლა

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როგორ გაეხუმრა რამაზ ჩხიკვაძე ეროსი მანჯგალაძეს

20:22; 21.05.2022
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

თეატრი და კინო განსაკუთრებული სამყაროა, სადაც მთავარი მოქმედი გმირები მსახიობები არიან. თითოეულ სპექტაკლს ან კინოფილმს საკუთარი “პირადი“ ცხოვრება გააჩნია, რომელიც გარედან არ ჩანს და მხოლოდ მსახიობებისათვის არის ცნობილი. ამ პროფესიის ადამიანები ერთ დიდ საქმეს ემსახურებიან. ისინი ხშირად ხუმრობენ და ერთმანეთს სხვადასხვა სიურპრიზებსაც უწყობენ. გამონაკლისს არც ქართველი მსახიობები წარმოადგენენ, რომლებიც არაორდინარულ სიტუაციებში არაერთხელ ჩავარდნილან.

მსახიობები ერთმანეთს ხშირად ეხუმრებიან ხოლმე და არც თუ იშვიათად პირდაპირ სცენაზე, მაყურებლით გაჭედილი დარბაზის თვალწინ, სპექტაკლის დროს. ცნობილი მსახიობი კარლო საკანდელიძე ასეთ კურიოზს იხსენებდა: „დიდი ხნის წინ რუსთაველის თეატრში ერთი სპექტაკლი გადიოდა, რომელშიც მე და რამაზ ჩხიკვაძე შიკრიკების როლს ვასრულებდით, ეროსი მანჯგალაძე კი – მეფის. ხშირად ხდება ხოლმე, როცა სპექტაკლში ისეთი ეპიზოდი გაქვს, რომ რაიმე უნდა წაიკითხო, იმ ტექსტს არ სწავლობ და პირდაპირ სპექტაკლის დროს კითხულობ. მოკლედ, ზემოხსენებული სპექტაკლი მიმდინარეობს. შიკრიკები  (მე და რამაზი) „მეფეს“ ვეახელით. რამაზმა გრძელი ფურცელი გააძრო, ეროსის მიაწოდა და უთხრა:

– აი, ინებეთ, თქვენო ბრწყინვალებავ, ეს უსტარი და წაიკითხეთო…

როლის მიხედვით, მეფემ ხმამაღლა უნდა წაიკითხოს უსტარის ტექსტი. მაგრამ რამაზი ეროსის „წაეკაიფა“ და ცარიელი ფურცელი მიაწოდა. ეროსიმ კი, მართალია, ტექსტი ზეპირად არ იცოდა, მაგრამ მიხვდა, რომ ფურცელზე ის არ ეწერა და წამით შეყოვნდა, თუმცა არ დაიბნა, უსტარი რამაზს დაუბრუნა და უთხრა:

– აბა, მიდი, წაიკითხე და მამცნე, რა წერია ამ უსტარშიო.

არც რამაზი დაიბნა. ეროსის უკან დაუბრუნა უსტარი და დააყოლა:

– ბოდიშს გიხდით, თქვენო ბრწყინვალებავ, მაგრამ წერა-კითხვა არ ვიცი.

ის-ის იყო, „მეფეს“ უსტარი ჩემთვის უნდა შემოეჩეჩებინა, მაგრამ მე დავასწარი. „მეფის“ წინაშე მუხლებზე დავემხე და ვუთხარი:

– თქვენო ბრწყინვალებავ, წერა-კითხვა არც მე ვიცი-მეთქი.

ეროსიმ მრისხანე მზერა გვესროლა. შემდეგ კი თავისი დიდებული ხმით თქვა:

– ეს რა ბატიფეხური წერა სცოდინა ამ უსტარის ავტორს. წავალ, ჩემს ვეზირთუხუცესს ვანახებ, იქნებ გაარჩიოსო.

აი, ასე დაიძვრინა ეროსიმ თავი ამ უხერხული მდგომარეობიდან, მაგრამ ჩვენ ისეთი რისხვა დაგვატეხა თავს, როგორიც მეფეს ეკადრებოდა.“

ცნობილი მსახიობი აკაკი კვანტალიანი ასეთ ისტორიას იხსენებდა:

„სრულიად ახალგაზრდა მსახიობი ვიყავი და მარჯანიშვილის თეატრში ვმუშაობდი. ერთ ზამთარს ჩემებმა სამტრედიიდან ღვეზელები გამომიგზავნეს. დედამ თეატრში ფოსტიდან დამირეკა და მითხრა:

– კაკუნა, მეექვსე ვაგონის გამცილებელს გამოვატანე, კლარა ჰქვია და მას მიაკითხეო.

„სამტრედია-თბილისი“ დილის 9 საათზე ჩამოდიოდა. სადგურზე გავვარდი დასახვედრად, მაგრამ იქ მითხრეს, მატარებელი ორი საათით იგვიანებსო.

წავედი და ორი საათის მერე მოვედი, მაგრამ გაირკვა, რომ მატარებელი კვლავ ორი საათით იგვიანებდა. კიდევ ოთხჯერ წავედ-წამოვედი და როგორც იქნა, თორმეტსაათიანი დაგვიანების შემდეგ, საღამოს 9 საათზე მატარებელმა თბილისში ჩამოაღწია… ნანატრი ღვეზელების მისაღებად მეექვსე ვაგონთან „მივფრინდი“, კლარა მოვძებნე და ჩემი ღვეზელები მოვითხოვე. კლარამ ცარიელი, უზარმაზარი ჩანთა გამომიწოდა და მითხრა:

– ბოდიში, ყმაწვილო, მაგრამ ღვეზელები ვერ ჩამოგიტანე. როგორც იცი, გზაში თორმეტი საათი შევყოვნდით. ამ თოვლსა და სიცივეში, ტყის პირას ვიყავით გაჩერებული. ამ ჩანთიდან კი ისეთი სასიამოვნო და მადისაღმძვრელი სურნელი ამოდიოდა, რომ ყველაფერი მშიერ მგზავრებს გავუნაწილე. იმათმა კი იმდენი გლოცეს, რომ მადლი არ მოგაკლდებაო.

რა უნდა მექნა, ვაგზლიდან სახლში ცარიელი ჩანთითა და მგზავრების მიერ დალოცვილი დავბრუნდი“.

შესანიშნავი რეჟისორი სიკო დოლიძე ყვებოდა: „რუსთაველის გამზირზე ცენტრალური ტელეგრაფის წინ ფილმის – „დღე უკანასკნელი, დღე პირველის“ გადაღება მიდიოდა. შესვენების დროს გადავწყვიტე, კავშირგაბმულობის მინისტრი, ჩვენი კარგი ნაცნობი და მეგობარი, მომენახულებინა, თან ფოსტალიონად გამოწყობილი სერგო ზაქარიაძე მახლდა. მდივანმა მინისტრის კაბინეტში შესვლის ნება დამრთო, სერგოს კი უარი უთხრა. მდივანს ავუხსენი, ეს ამხანაგი ჩემთან არის და ორივემ მინისტრი უნდა მოვინახულოთ-მეთქი. კაბინეტის კარი შევაღე, სერგოც შემომყვა და მინისტრს მივესალმე. მინისტრმა ღილაკს დააჭირა თითი

– რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილოთ, – წყრომით მიმართა მდივანს, – რომ ფოსტის თანამშრომლებმა, ვისაც რაიმე საქმე აქვს, ჩემს მოადგილეს მიმართონ. მდივანი დაიბნა, სახე აელეწა, დაიწყო თავის მართლება. მინისტრი ახლა სერგოს მიუბრუნდა: ფოსტის რომელ განყოფილებაში მუშაობთ? – მეცხრეში, ბატონო, – სწრაფად უპასუხა სერგომ. – იქაურ თანამშრომლებს ყველას ვიცნობ, არ მახსოვხართ, რა გვარი ხართ? – სერგო ზაქარიაძე, ამხანაგო მინისტრო! – უპასუხა სერგომ“

ზურაბ ქაფიანიძე ასეთ ისტორიას იხსენებდა: „მე და გურამ ფირცხალავა მოსკოვში ვიმყოფებოდით ჩვენს მეგობართან, ცნობილ მსახიობთან, გიორგი ტარატორკინთან. ის ეგრეთ წოდებულ ცნობილ სტალინურ „ვისოტკაში“ (მრავალსართულიანი სახლი) ცხოვრობდა. მასპინძელი გვიან ბრუნდებოდა ხოლმე სახლში. ჩვენ კი მეორე გასაღებიც გვქონდა, რომ თავისუფლად გვემოძრავა. ერთ დღეს, როდესაც სახლში დავბრუნდით, ვხედავთ, მეზობლის კართან ახალგაზრდა ქალ-ვაჟის წყვილი დგას და ცდილობენ, შეამტვრიონ. ჩვენ რომ დაგვინახეს, შეჩერდნენ და მოგვაჩერდნენ. გოგონამ კი გვკითხა:

– გეტყობათ, აქაურები არ უნდა იყოთ…

– დიახ. ჩვენ სტუმრად ვართ, – უპასუხა გურამმა.

– იცით, ჩვენ აქ ვცხოვრობთ და გასაღები დავკარგეთ. კარს კი ვერ ვამტვრევთ და იქნებ, დაგვეხმაროთო?

– მე არც ვაციე, არც ვაცხელე, ხის კარს ხარივით დავეჯახე და შევანგრიე. მათ მადლობა გადაგვიხადეს, ჩვენც დავემშვიდობეთ და ჩვენ-ჩვენს ბინებში შევედით. ერთი საათის შემდეგ კი ჩვენს კარზე დააკაკუნეს და რომ გავაღეთ, მილიცია შეგვრჩა, რომლებსაც აინტერესებდათ, რაიმე საეჭვო ხმაური ან ადამიანები ხომ არ დაგინახავთო. საქმე კი ის იყო, რომ ჩვენ, თურმე, ბინის ქურდებს დავხმარებივართ და პატრონი რომ სახლში დაბრუნებულა, ბინა პირწმინდად გაძარცული დახვედრია.“

დღევანდელი მოგონებების დასასრულს კვლავ ბატონი ეროსი მანჯგალაძე გავიხსენოთ.

ეროსი მანჯგალაძეს მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული ხვდა წილად. მას ქუჩაში თავისუფლად სიარული არ შეეძლო, რადგან ყოველთვის აჟიოტაჟს იწვევდა. ბაზარში სიარულს ერიდებოდა – გამყიდვლები თითქმის ყველაფერს უფასოდ სთავაზობდნენ. მსახიობის ავტომობილს მილიცია მხოლოდ იმიტომ აჩერებდა, რომ მას გასაუბრებოდნენ.

როდესაც გიორგი ტოვსტონოგოვმა გორკის „მდაბიონი“ დადგა, ტეტერევის როლზე მან ეროსი მიიწვია. პირველ სპექტაკლს პირველი აღიარება მოჰყვა. თუმცა მისი სრულფასოვანი დებიუტი ინსტიტუტის დასრულების შემდეგ შედგა სპექტაკლში – „ღრმა ფესვები“. იმ დროს ყველა სპექტაკლი შემოწმებას ცეკაში გადიოდა. აფიშის ტექსტიც კი მოწმდებოდა. ცენზურა ცეკას იდეოლოგიის განყოფილებას ევალებოდა, რომელსაც მაშინ შადური ხელმძღვანელობდა. როდესაც შადურს დასაბეჭდად გამზადებული აფიშის ტექსტი მიუტანეს, მან აფიშა დაიწუნა. ცეკას მდივანს მთავარი როლის შემსრულებლის სახელი არ მოეწონა – სახელი ეროსი საბჭოთა მსახიობს არ შეეფერება, ეს ბერძნული ღმერთის სახელიაო. მოდი, ეროსის ნაცვლად ერასტი დავწეროთო. ამაზე ეროსი ძალიან გაბრაზდა და სპექტაკლში თამაშზე საერთოდ უარს ამბობდა. ბოლოს ცეკამ კომპრომისული ვარიანტი გამოძებნა – აფიშაზე ეროსის სახელი შეამოკლეს და ერ. მანჯგალაძე დაწერეს.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

ეროსი მანჯგალაძეზურაბ ქაფიანიძესიკო დოლიძე
გაზიარება6Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

ყველაზე პოპულარული საახალწლო – საშობაო ფილმები

09:49; 2 იანვარი, 2026
კულტურა

ბრიჯიტ ბარდო გარდაიცვალა

14:22; 28 დეკემბერი, 2025
კულტურა

„დონ-კიხოტი რამხელა როლი იყო და ხალხი მაინც ელიბოს რატომ მეძახისო?”

18:02; 20 დეკემბერი, 2025
კულტურა

„ნიჭიერი ბავშვი“

09:37; 7 დეკემბერი, 2025
კულტურა

„საინტერესო, განსხვავებული გამოფენა“:  გურული მხატვრები საშემოდგომო მოლბერტთან

22:21; 1 დეკემბერი, 2025

ფოთში 11 წლის მოზარდი დაიღუპა- მას ავტომობილი დაეჯახა

ერთი მოკლული და ორი დაჭრილი _ რა მოხდა თელავში

ყველა სიახლე

საზოგადოება

სავაჭრო ცენტრ “კიდობანში ხანძარია – ვიდეო ადგილიდან

21:26; 9.01.2026
საზოგადოება

რა დაუჯდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას „კალანდა 2026“

18:46; 9.01.2026
საზოგადოება

ზვავსაშიშროების საფრთხე – სად აიკრძალა მოძრაობა

18:33; 9.01.2026
სამართალი

მოქალაქემ რესტორანში 70 000 ლარის ღირებულების ბეჭედი დაკარგა

18:19; 9.01.2026
მსოფლიო

ფული სამშობლოს სანაცვლოდ _ აშშ გრენლადიელებისთვის თანხის დარიგებას აპირებს

17:17; 9.01.2026
სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

15:39; 9.01.2026
მსოფლიო

ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

14:42; 9.01.2026
მსოფლიო

ნაგავსაყრელის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

14:18; 9.01.2026
საზოგადოება

შეეძლებათ თუ არა საქართველოს ფარგლებს გარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფ მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობა

13:40; 9.01.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

13:29; 9.01.2026
საზოგადოება

„მიუხედავად არაერთი დაპირებისა, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია“

13:07; 9.01.2026
ფინანსები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი

12:51; 9.01.2026
პოლიტიკა

“ახალგაზრდა ადვოკატები”: ბიზნესმენ არსენ კუტალაძის საქმეზე, დამნაშავე პირების გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა საგამოძიებო ორგანოსგან ხელოვნურად გაჭიანურებულია

11:47; 9.01.2026
სამართალი

პოლიციამ ჯგუფური ძარცვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა- დაკავებულია ორი პირი

11:06; 9.01.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

11:03; 9.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო