ჩოხატაურელები კიდევ ერთ, განსაკუთრებულ და გამორჩეულ ექიმს, პედიატრ გულიკო ოსეფაიშვილს ემშვიდობებიან.
“თუ ვინმე მკითხავდა, დამისახელე პიროვნება უგანათლებულესი, ზეინტელიგენტი, პედანტი, მოწესრიგებული ,პროფესიონალი თავისი საქმის, გვერდით მდგომი, უღალატო, კარგი ორგანიზატორი, ხელმძღვანელი, მეგობარი და ბევრი კიდევ სხვა ღირსებით შემკული, მე თქვენ დაგასახელებდით ჩვენო გულიკო ექიმო.
როგორ გაგვიორმაგეთ ტკივილი…
საავადმყოფოში მწოლიარეც კი არ გვტოვებდით უყურადღებოდ და აგრძელებდით საქმიანობას ჩვეული შემართებით.
გაუსაძლისია ჩვენი ტკივილი, გვიჭირს რეალობასთან შეგუება. თქვენს სახელს დავიწყება არ უწერია დიდებულო ქალბატონო.
ვუსამძიმრებ ოჯახს, კოლეგებს , მეგობრებს, ახლობლებს რაიონის გამორჩეული ექიმის , დამსახურებული პედიატრის გულიკო ოსეფაიშვილის მოულოდნელი გარდაცვალების გამო , უფალს ებარებოდეთ ჩვენო საყვარელო გულიკო ექიმო“, _ წერს სოციალურ ქსელში ექიმი ნატო კიკვაძე.






























































