თუ ბევრი დალიეთ, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, უნდა აირიოთ გული, დალიეთ მარილიანი წყალი, ასევე, შეგიძლიათ სოდიანიც, რამდენსაც შეძლებთ და ისევ აირიეთ, შემდეგ მიიღეთ 2-3 ტაბლეტი აქტიური ნახშირი ან ასპირინი.
ძლიერად დაიზილეთ ყურები ხელით ან ცივ წყალში დასველებული პირსახოცით. ამ მეთოდით სიცოცხლეს დაუბრუნებთ უგონო მდგომარეობაში მყოფ ადამიანსაც.
ასევე ეფექტურად მოქმედებს ამიაკის სპირტი. მისი მძაფრი სუნი სწრაფად უბრუნებს გონებას, დამატებით შეიძლება 3-6 წვეთი ამიაკის სპირტი ჩავასხათ 1 ჭიქა წყალში და დავლიოთ.
სწრაფად გამოგაფხიზლებთ გრილი წყლის გადავლებაც, თუ პრობლემები არ გაქვთ გულთან და სისხლძარღვებთან დაკავშირებული. უკეთესია გაჩერდეთ 10 წუთით კონტრასტული ჭავლის ქვეშ.
ორგანიზმიდან სწრაფად გამოდევნით ტოქსინებს შარდმდენი პრეპარატების ან ბალახების ნაყენის მიღებით, ამის შემდეგ კი აუცილებელია ბევრი წყლის მიღება.
გულის არევის შემდეგ კარგია ცხელი მაგარი ჩაის მიღება, კარგია ჩაიში ჩავუმატოთ ლიმონი, იმბირი, პიტნა, თაფლი.
რაც შეეხება საკვებს. მიირთვით მსუბუქი, არაკალორიული და წვნიანი საკვები.
კარგ შედეგს იძლევა ხილის მიღების შემთხვევებიც – ვაშლის, ბანანის, ციტრუსების, ატმის.
კარგია სუფთა ჰაერზე გასეირნება, განსაკუთრებით გრილ ამინდში. ისეირნეთ და ღრმად ისუნთქეთ სუფთა ჰაერი.
თუ ჯანმრთელობა ხელს გიწყობთ, დაკავდით ფიზიკური სავარჯიშოებით, რომლებიც აჩქარებენ ნივთიერებათა ცვლას.
იდეალურია თუ თქვენ კარგად გამოიძინებთ, 8-9 საათში ორგანიზმის მდგომარეობა თანდათანობით გაუმჯობესდება.