დიეტის დაცვის ვადა ირჩევა ინდივიდუალურად, იგი დამოკიდებულია ზედმეტი კილოგრამების რაოდენობაზე და… გამძლეობაზე, მაგრამ არაუმეტეს 4 კვირისა.
ჩვენ გთავაზობთ 3 დღის მენიუს, რომლის მეშვეობითაც 3 კგ-ს დაიკლებთ.
დღე 1
საუზმე: 0,5 ჭიქა ფანტელისა და წყლისგან მომზადებული შვრიის ფაფა.
მეორე საუზმე: ერთი ჭიქა მწვანე ჩაი და 5 ცალი ნებისმიერი თხილი.
სადილი: 0,5 ჭიქა ფანტელს დაასხით მდუღარე წყალი, დაამატეთ 1 ჩ.კ. თაფლი.
სამხარი: კიტრისა და ბოლოკის 100 გრ სალათა.
ვახშამი: 0,5 ჭიქა ფანტელს დაასხით მდუღარე წყალი, დაამატეთ 1 მუჭა სეზონური კენკრა (შეიძლება გაყინულიც).
დღე 2
საუზმე: 0,5 ჭიქა ფანტელისა და წყლისგან მომზადებული შვრიის ფაფა.
მეორე საუზმე: 1 ჭიქა კეფირი.
სადილი: 0,5 ჭიქა ფანტელს დაასხით მდუღარე წყალი, დაამატეთ 1 ჩ.კ. თაფლი.
სამხარი: ნახევარი გრეიპფრუტი, 1 ჭიქა მწვანე ჩაი.
ვახშამი: 0,5 ჭიქა ფანტელს დაასხით მდუღარე წყალი, 2 ცალი ქლიავის ჩირი, 2 ცალი გარგრის ჩირი, 1 ლეღვი.
დღე 3
საუზმე: 0,5 ჭიქა ფანტელისა და წყლისგან მომზადებული შვრიის ფაფა.
მეორე საუზმე: უცხიმო იოგურტი დანამატების გარეშე.
სადილი: 0,5 ჭიქა ფანტელს დაასხით მდუღარე წყალი, დაამატეთ 1 ჩ.კ. თაფლი.
სამხარი: 1 ფორთოხალი, 1 ჭიქა მწვანე ჩაი.
ვახშამი: 0,5 ჭიქა ფანტელს დაასხით მდუღარე წყალი, დაამატეთ ქიშმიში.
შვრიის დიეტის წყალობით წონაში კლების პროცესი საკმაოდ ნელია, მაგრამ ეფექტური. ორგანიზმს არ ტანჯავს შიმშილის გრძნობა, ამიტომაც დიეტის მიტოვების სურვილი არ გაგიჩნდებათ.