რიტუალი წიწიბურით – ერთ–ერთი რიტუალი, რომელიც სახლში შეგიძლიათ შეასრულოთ, საკვებს, კერძოდ, წიწიბურის მარცვალს უკავშირდება. ძველად სჯეროდათ, რომ წიწიბურაში კეთილი სული ცხოვრობს. ის უხვი მოსავლის მიღებას ხელს უწყობს, ხოლო ჩვენს რეალობაში – მოგებას. რიტუალის შესასრულებლად დაგჭირდებათ მხოლოდ 1 სუფრის კოვზი მარცვლეული და ტილოს ქისა. თუ ქისა არ გაქვთ, ცხვირსახოცი ან უბრალოდ ქსოვილის ნაჭერი გამოიყენეთ. მაგალითად, სელის ქსოვილი.
მარცვლეული ქისაში ჩადეთ, ძილის წინ ბალიშის ქვეშ შეინახეთ. წიწიბურა ამ ადგილას 3 დღე და 3 ღამე გააჩერეთ, რომ თქვენი ემოციებით და სურვილებით გაივსოს. თუ დივანზე წვებით და ყოველ დილით ლოგინს კეცავთ, წიწიბურის ქისა შეინახეთ იქ, სადაც თეთრეულს და ბალიშებს ინახავთ. საღამოს ძველ ადგილას დააბრუნეთ. მეოთხე დილით გაღვიძებისას წიწიბურის ქისით ხელში ქუჩაში გადით. მარცვლეული დაყარეთ იქ, სადაც ჩიტები ჭამას შეძლებენ. წიწიბურის დაყრისას თქვით: „მთელ მსოფლიოში გაიფანტე, უკან მოგებით დაბრუნდი. ასე იყოს!“ ქისა, რომელშიც წიწიბურას ინახავდით, სახლში შეინახეთ. ის ფულის სატყუარა გახდება.
თუ ფინანსური სირთულეები გაქვთ, ფულის მოზიდვა ერთი შელოცვის დახმარებით სცადეთ. მთელ ბინაში მონეტები მიმოყარეთ და 1 დღე გააჩერეთ. შემდეგ ახალი ცოცხით მოხვეტეთ (ეს მნიშვნელოვანია). თან თქვით: „ფულს ვხვეტავ, სიმდიდრეს ვიზიდავ, მდიდარი და ოქროში ჩაფლული ვიქნები“. მომდევნო 3 დღე ფული შეინახეთ იმ ოთახის მარცხენა კუთხეში, სადაც მთელ ფულს ინახავთ. თუ ფულს ბანკში ინახავთ, მაშინ ძვირფასი ნივთებით იხელმძღვანელეთ. მაგალითად, ოქროს სამკაულებით. 3 დღის შემდეგ მონეტები ქილაში ჩაყარეთ და ჰერმეტულად დახურეთ. მიწაში შეგიძლიათ დამარხოთ ან უბრალოდ შეინახოთ. არ გახსნათ. თუ ქილას გატეხავთ, ფინანსურ პრობლემებს მოიზიდავთ. ფრთხილად იყავით.
ავტორი