ცეცხლის ნიშნები
ცეცხლის ნიშნები მთელ ჰოროსკოპში ყველაზე ძლიერი ხასიათის მფლობელები არიან. ამიტომაც, იმ ადამიანებთან ურთიერთობისას, რომლებიც არ მოსწონთ, ღირსეულად, თავშეკავებულად იქცევიან.
ხშირად, ცეცხლის ნიშნები ცდილობენ, მთლიანად მოერიდონ ურთიერთობას უსიამოვნო ადამიანებთან. თუმცა, თუ ამას ვერ მოახერხებენ, მტკიცედ იტანენ განსაცდელს.
მიწის ნიშნები
რაც შეეხება მიწის ნიშნებს, მათი ქცევა მნიშვნელოვნად ჰგავს ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელთა ქცევას. ისინი, აგრეთვე, მაქსიმალურად ერიდებიან ნებისმიერი სახის კონტაქტს უსიამოვნო ადამიანებთან.
უკიდურეს შემთხვევაში, მიწის ნიშნები უბრალოდ უგულებელყოფენ სიტუაციებსა და ადამიანებს, რომლებიც მათ სულიერ სიმშვიდეს არღვევენ.
თუმცა, თუ მიწის ნიშნებს სულს ყელში ამოუყვანთ, ისინი აღარ იქნებიან ისეთი დიპლომატიურები, როგორც ცეცხლის ნიშნებს შეუძლიათ. მსგავს სიტუაციებში, ისინი მაშინვე გამოთქვამენ პრეტენზიებს უსიამოვნო ადამიანების მიმართ და თავიანთი ცხოვრებიდან სამუდამოდ დევნიან.
წყლის ნიშნები
ეს ნიშნები ვერ იტანენ მტრობას, ამიტომ ცდილობენ, შეძლებისდაგვარად მოამრგვალონ ყველა წვეტიანი კუთხე, რომლებიც გარშემომყოფებთან ურთიერთობისას შეიძლება გაჩნდეს. ისინი ყოველთვის მზად არიან, მისცენ მეორე შანსი უსიამოვნო ადამიანს, ოღონდ კონფლიქტის მონაწილედ არ იქცეს.
წყლის სტიქიების წარმომადგენლები ყველაზე მგრძნობიარე და ემოციური ხალხია. ამის გამო, მათ უჭირთ ყველაზე უმნიშვნელო და მცირე კამათის ატანაც კი.
ერთადერთი გამონაკლისი მორიელია, რომლის რთულ ხასიათსაც ყველა იცნობს.
ჰაერის ნიშნები
დაბოლოს, ჰაერის სტიქია. მისი წარმომადგენლები, როგორც არავინ სხვა, აფასებს ჰარმონიასა და სიმშვიდეს. ნებისმიერი ხმაურიანი გარჩევა მათში იწვევს უძლიერეს სტრესს, ამიტომაც, თავად არასდროს მონაწილეობენ მასში.
ჰაერის ნიშნები ყოველთვის მზად არიან, წავიდნენ დათმობაზე და დაყარონ იარაღი უბრძოლველად, თუმცა, მათ შეიძლება ჰქონდეთ უპირატესობა, რომელიც კამათიდან გამარჯვებულს გამოიყვანს.
ავტორი