ლანჩხუთში ახალგაზრდა პოლიციელის, ვაჟა ვენჯელაშვილის დაღუპვას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან. გარდაცვლილის ახლობლები, მეგობრები და ნათესავები 28 წლის ახალგაზრდას ემშვიდობებიან.
მისი მამიდაშვილი, მარიამ ღამბაშიძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს: “იმდენად უსამართლოა ცხოვრება, არ გვაძლევს შანსს! შანსს იმისა, რომ დავემშვიდობოთ, ვუთხრათ თუ როგორ გვიყვარდა… ისე უეცრად და სასტიკად გამოგვაცალა შენი თავი ცხოვრებამ, ვაჟი. სულს და გულს ტკივხარ, ტვინს კი კიდევ არჯერა. უსამართლოა ცხოვრება, უსამართლოა ღმერთი. არ დაგაცადა სიცოცხლე, ასეთი მწარე სიკვდილისთვის ხომ, მითუმეტეს, ცოდვა ხარ. მტკივხარ, მეწვი, ვზივარ შენთან და არ მჯერა რომ იქ შენ წევხარ. არც მინდა დაჯერება. რამხელა ტკივილი ნახე, ძმაო… რამხელა სიმწარე. როგორ ითხოვდი, ვკვდები და გადამარჩინეთო… ვაჟი, სულო მეწვის. ღმერთს არ აქვს სამართალი. არა, უსამართლოა, ვინც სასიკვდილოა ნამდვილად, ისინი ცოცხლობენ და შენ მიწაში უნდა ჩაწვე.
მენანები, ძალიან მენანები შავი მიწისთვის. ნორმალურად ვეღარც კი ვნახულობდით ერთმანეთს, ვაჟი. მტკივხარ, ძმაო, მტკივხარ”.
შეგახსენებთ, 28 წლის პოლიციელი 3 აპრილს, გვიან ღამით გარდაიცვალა. ექიმები მის გადარჩენას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა, ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ახალგაზრდა დაიღუპა.