https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ჟენევაში გამართული ორ დღიანი შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთს მოლაპარაკებების დასრულების გაჭიანურებაში ადანაშაულებს

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როგორ იცავენ ქალთა უფლებებს ჩოხატაურში

14:48; 9.06.2022
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

გენდერული თანასწორობა მშვიდობის, უსაფრთხოების, ეკონომიკური კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების ძირითადი ნაწილია. ქალებს აქვთ უფლება, იცხოვრონ ღირსეულად, სიღარიბისა და შიშის გარეშე.

თუმცა, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, დღეისთვის, გლობალურად, თითქმის 2,4 მილიარდ ქალს არ აქვს იგივე ეკონომიკური უფლებები, რაც მამაკაცებს გააჩნიათ. თუმცა, პრობლემას მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.

“ქალები ვერ მიაღწევენ თანასწორობას სამუშაო ადგილზე, თუ ისინი სახლში უთანასწორო მდგომარეობაში არიან “, _ აღნიშნული განცხადება  მსოფლიო ბანკის ჯგუფის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა და მთავარმა ეკონომისტმა კარმენ რაინჰარტმა გააკეთა.

ქალებისა და გოგონების მიმართ დისკრიმინაცია, მათ შორის, გენდერული ნიშნით ძალადობა, ეკონომიკური დისკრიმინაცია, უთანასწორობა რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის სფეროში და საზიანო ტრადიციული პრაქტიკა _ უთანასწორობის ყველაზე გავრცელებული და მდგრადი ფორმაა. ჰუმანიტარული კრიზისების, განსაკუთრებით კი შეიარაღებული კონფლიქტების დროს, ქალები და გოგონები საშინელ სირთულეებს და გაჭირვებას განიცდიან.

საქართველოს პარლამენტმა მარტში გამოქვეყნებულ ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი კანონმდებლობის მიმოხილვა _ “გენდერული თანასწორობა _ ბარიერები და რეკომენდაციები 2021” გამოსცა. ანგარიში დადებითად აფასებს საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც სექსუალური ნიშნით ძალადობისა და შევიწროების აღმოფხვრას ემსახურება და მოძალადეებზე ელექტრონული დაკვირვების შესაძლებლობას იძლევა. ასევე, დადებითადაა შეფასებული დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის დაცვის მხრივ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის, ისეთი მავნე სოციალური პრაქტიკის აღმოფხვრის მცდელობა, როგორიცაა ადრეული ქორწინება და გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა.

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შეფასებისას, ანგარიში აღნიშნავს, რომ გენდერულმა კვოტირებამ, რომელიც გამოყენებული იყო 2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს, გარკვეულწილად გაზარდა ქალთა ჩართულობა პოლიტიკასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ამავდროულად, ანგარიში ყურადღებას უთმობს რამდენიმე საკანონმდებლო სფეროს, რომელიც ჯერ კიდევ სრულად არ შეესაბამება გენდერული თანასწორობის პრინციპებს. ამ ჩამონათვალშია გამართული პოლიტიკის შემუშავება სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხებში, საკანონმდებლო მექანიზმების გაძლიერება პოლიტიკურ პარტიებში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობისთვის და ამ მხრივ, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების აღმოფხვრისთვის.

რა მდგომარეობაა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის კუთხით, რა გამოწვევები არსებობს და რა კეთდება პრობლემის აღმოსაფხვრელად _ ეს ის საკითხებია, რის შესახებაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, მარინე ბერაძეს ვესაუბრეთ.

_ რას გულისხმობს, ზოგადად, გენდერული ბალანსი?

_ გენდერული ბალანსი ქალისა და კაცის შესაძლებლობების თანაბრად წარმოჩენას, თანაბარ ვალდებულებებს, პასუხისმგებლობებს და უფლებამოსილებებს ნიშნავს. კაცი და ქალი თანაბრად უნდა მონაწილეობდნენ საჯარო თუ კერძო ცხოვრების ყველა სფეროში.

თუმცა, ეს ბალანსი საკმაოდ რთული მისაღწევია და მუდმივ განვითარებას და მუშაობას საჭიროებს. ამ საკითხებზე განათლების მიღება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებიდან უნდა იწყებოდეს და გრძელდებოდეს უწყვეტად.

_ რამდენად მნიშვნელოვანია ქალების, გოგონების უფლებების დაცვა?

_ ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვა და მათი გაძლიერება საბჭოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანია, მათთვის მაქსიმალურად იყოს გარანტირებული და ხელმისაწვდომი განათლების, ჯანმრთელობის, ეკონომიკური გაძლიერების, უსაფრთხოების დაცვის უფლებები. გამოწვევები ბევრია და მათზე რეაგირება ჩვენი მოვალეობაა.

ძლიერი ქალები ხელს უწყობენ ოჯახებისა და თემების კეთილდღეობას და პროდუქტიულობას და შემდეგი თაობის სამომავლო პერსპექტივების გაუმჯობესებას.

_ გენდერული თანასწორობის საბჭო 2018 წლიდან არსებობს. რა პრობლემებს გადააწყდით მუშაობის დაწყებიდან დღემდე? როგორ აღიქვამს მოსახლეობა ფაქტს, რომ ქალებისა და კაცებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა აუცილებელია?

_ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საბჭო 2018 წლიდან არსებობს. მუშაობის დაწყება გენდერული თანასწორობის საკითხებზე არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა. ამ მიმართულებით ცნობიერების დეფიციტი არსებობს საზოგადოების სხვადასხვა დონეზე. ამ დეფიციტის აღმოსაფხვრელად არ არის საკმარისი მხოლოდ გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობა _ საჭიროა სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობა და მუშაობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან, მოსახლეობასთან. სამწუხაროდ, ჩვენს მუნიციპალიტეტში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების სიმწირეა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქტიურად დავიწყეთ თანამშრომლობა ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI), დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი(NCCE), ფონდი “სოხუმი”. ვფიქრობ, მათი დახმარებით არა ერთ მნიშვნელოვან პროექტს გავახორციელებთ. მისასალმებელია, რომ შეიქმნა ადგილობრივი ორგანიზაცია “ქალები ქალებისთვის”, რომელიც კონკრეტულად ქალთა გაძლიერებაზე მუშაობს.

მოსახლეობა მარტივად არ აღიქვამს ფაქტს, რომ ქალებისა და კაცებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნაა აუცილებელი. არსებობენ სტერეოტიპები რომელთა დამსხვრევაც წარმოუდგენლად რთულია, მაგრამ თუ ყოველდღიურად ნაბიჯს გადავდგამთ მათ დასამსხვრევად, ამით შესაძლებლობებს გავზრდით, რომ გენდერული ბალანსი უფრო მეტად იქნება დაცული ყველა სფეროში. ჯერ კიდევ “ღიმილისმომგვრელია” საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის გენდერულ თანასწორობაზე საუბარი, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს რომ ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე არ ვისაუბროთ. პირიქით, ბევრი უნდა ვისაუბროთ და გავაკეთოთ გენდერული თანასწორობის კუთხით ცნობიერების ამაღლებისთვის.

_ რა კეთდება ჩოხატაურში გენდერული უთანასწორობის და სტერეოტიპების აღმოსაფხვრელად?

_ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის 30 მარტს დაამტკიცა მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის ღონისძიებათა 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმა. გენდერული უთანასწორობის და სტერეოტიპების აღმოსაფხვრელად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვან დამსახურებად მიმაჩნია მუნიციპალიტეტში ქალთა საინიციატივო ჯგუფების შექმნა და მისი გაძლიერების ხელშეწყობა სხვადასხვა პროგრამებისა და პროექტების საშუალებით. სხვადასხვა ეტაპზე საბჭოს ჩატარებული აქვს ქალთა საჭიროებების კვლევა ფოკუსჯგუფებში და შესაბამისი დასკვნის საფუძველზე საბიუჯეტო წინადადებების მომზადება. იმართება შეხვედრები სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებთან.

სოციალური დახმარების წესში ჩაიწერა სპეციალური მუხლი, რომლითაც გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობის პროგრამები ფინანსდება.

პროგრამების ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია _ დავიწყეთ 5 000 ლარიდან და დღესდღეობით, ეს ბიუჯეტი 20 000 ლარს შეადგენს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა საბჭოს ინიციატივით შეიმუშავა და აამოქმედა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა/ბენეფიციართა ფულადი დახმარების პროგრამა (ძირითადად, მსხვერპლთა რეაბილიტაციისთვის). პროგრამულადაა, ასევე, გაწერილი ძალადობის წინააღმდეგ კვირეულის ფარგლებში (25.11.2022-10.12.2022 წწ) ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობისთვის პროექტის დაფინანსება/თანადაფინანსება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ 2021 წლიდან ამოქმედდა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშესაწყობად წარმოდგენილი პროექტების დაფინანსება/თანადაფინანსების პროგრამა. წელს სამოქმედო გეგმით განვსაზღვრეთ სავალდებულო მონიტორინგი პროექტების გახორციელებაზე. 2022 წელს აღნიშნული პროგრამა დასახელდა 5 საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტებს შორის.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოს მუშაობას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის სრული მხარდაჭერა აქვს.

_ ხშირია თუ არა გენდერული უთანასწორობის ფაქტები მუნიციპალიტეტში და ძირითადად, რა დარღვევები ფიქსირდება? როგორ იგებთ ინფორმაციას, თავად გიკავშირდებათ პირი, ვის მიმართაც უთანასწორო ქმედებას ჰქონდა ადგილი და რით ეხმარებით?

_ საბჭოს კარგი კომუნიკაცია აქვს ოჯახში ძალადობისა და ქალთა ძალადობის მიმართულების კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივ წარმომადგენლობასთან. ინფორმაციებს ვიღებთ საკრებულოს მაჟორიტარი წევრებისგან, მერის წარმომადგენლებისგან, იშვიათად თვითონ მსხვერპლისგან. შესაბამისად, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ძალადობის მსხვერპლს ვუწევთ კონსულტაციას მისი საჭიროებებიდან გამომდინარე. ასევე, ისინი სარგებლობენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა/ბენეფიციართა ფულადი დახმარების მუნიციპალური პროგრამით. პროგრამა დღემდე წარმატებით ხორციელდება.

მინდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტის მერიაში არის გენდერზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც ასევე, არის საბჭოს წევრი და აქტიურადაა ჩართული ბენეფიციართა პრობლემების გადაწყვეტაში.

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

მარინე ბერაძე
გაზიარება12Tweet8Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“სინკარზე” შემდგარი იმედები _  ვის აბარია ხიდი ბუკნარში?

20:10; 18 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ეფექტურია თუ არა სოფლის მხარდამჭერი პროგრამა სოფლის პრობლემების გადასაჭრელად

19:49; 18 თებერვალი, 2026
საზოგადოება

რამდენად გამჭვირვალეა ბიუჯეტის ხარჯვა _ ინფორმაციასთან წვდომა მერიისთვისაც შეზღუდულია?!

18:44; 18 თებერვალი, 2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

17:51; 18 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე ჩამოიშალა, ამიტომ გახდა საჭირო ახალი ბრალი”- ელისო კილაძე

16:27; 18 თებერვალი, 2026

„ვიპოვით თუ არა სამუშაო ადგილს, უახლოეს მომავალში გაირკვევა“: დასაქმების ფორუმი ოზურგეთში

"ამდენი ფულის ნაწილ-ნაწილ ხარჯვას, ერთხელ დიდი ფული მოგვეცით გამართული ავტობუსის საყიდლად, არ ჯობს?!"

ყველა სიახლე

საზოგადოება

“სინკარზე” შემდგარი იმედები _  ვის აბარია ხიდი ბუკნარში?

20:10; 18.02.2026
საზოგადოება

ეფექტურია თუ არა სოფლის მხარდამჭერი პროგრამა სოფლის პრობლემების გადასაჭრელად

19:49; 18.02.2026
პოლიტიკა

ყოფილმა ვიცე-პრემიერმა საქართველო დატოვა

19:23; 18.02.2026
სამართალი

ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბესარიონ ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

18:53; 18.02.2026
საზოგადოება

რამდენად გამჭვირვალეა ბიუჯეტის ხარჯვა _ ინფორმაციასთან წვდომა მერიისთვისაც შეზღუდულია?!

18:44; 18.02.2026
პოლიტიკა

კახა გულედანი: ვმუშაობთ რეგიონული განვითარების კანონპროექტზე, რომელიც გაზრდის დეცენტრალიზაციას

18:16; 18.02.2026
პოლიტიკა

სო­ზარ სუ­ბა­რი გუ­ბერ­ნა­ტო­რის ინ­სტი­ტუ­ტის გა­უქ­მე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დის

18:14; 18.02.2026
სამართალი

გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის ციხე დატოვა

18:09; 18.02.2026
სამართალი

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ბუსა ჟვანიაზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება- სასამართლო აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს

18:05; 18.02.2026
პოლიტიკა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად პლატონ კალმახელიძე დაინიშნა

17:53; 18.02.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ

17:51; 18.02.2026
სამართალი

სასამართლო პროცესის პარალელურად მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე 15 ადამიანი დააკავეს

17:22; 18.02.2026
სამართალი

ელისო კილაძე რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაიყვანეს – ადვოკატი

17:14; 18.02.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დღეს დემოგრაფიაზე გვესაუბრებიან ადამიანები, რომლებიც დარბაზიდან გაიქცნენ

16:57; 18.02.2026
პოლიტიკა

“სამინისტროს გაყოფის ერთ-ერთი მიზეზია”- რას აცხადებს კახა გულედანი

16:34; 18.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026
0

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო