https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ბელარუსმა 15 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა

    აზერბაიჯანმა საჰაერო სივრცის ნაწილი დახურა

    საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანიდან ფოტოები ვრცელდება

    უკრაინული მედია – რუსებმა შავ ზღვაში სამოქალაქო გემს დაარტყეს, არიან დაშავებულები

    გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანში ირანული დრონი ჩამოვარდა

    თურქეთში ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“როგორ იწყება და სრულდება მილიონებით ნასაზრდოები თხილის პროგრამით დანახმარები სეზონი…”

11:50; 30.10.2025
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

2025 წლის თხილის სეზონი დასასრულს მიუახლოვდა _ თხილის პლანტაციებში “ველურა ჯიშებად” ცნობილი მოსავალიც მიილია.

ხალხი წლევანდელი მოსავლის ფასით კვლავ უკმაყოფილოა. ეს გამოწვეულია, როგორც მისი ღირებულების ხშირი ცვლის გამო, ისე მცენარის “ჯანმრთელობის ცნობის” უვარგისობით, როგორც გურულები ხშირად ხუმრობენ ხოლმე.

ჩვენ ხშირად ვწერთ თხილის კულტურის პრობლემების შესახებ, როგორც გურიაში მისი ხელახალი გაშენებიდან დაწყებული, დასრულებული მისი ფასის დაუსრულებელი “ვარდნა-ავარდნის” პროცესით.

არა და არ დასრულდა თხილის კულტურის სერიოზული განახლება და თავის დახსნა სოკოვანი დაავადებებისა და სხვადასხვა მავნებლისგან. ასევე, არ მოხერხდა წლების განმავლობაში მისი ფასის სანდო ნიშნულის დადგენა.

თუმცა, ხალხი კიდევ უფრო ვრცლად ითხოვს ინფორმაციას თხილის კულტურის ირგვლივ შექმნილ გაუთავებელ პრობლემებზე; მისი დაავადების, ხმობის, ფაროსანასგან დაზიანების შესახებ, რაშიც დიდი პასუხისმგებლობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს ეკისრება.

ფასის სწრაფ, არაპროგნოზირებად ცვლილებებს კი, გურულები მუდამ ეძახიან “თხილის მაფიოზების” საქმეს.

_2017 წელს, აზიური ფაროსანას გავრცელების შემდეგ, ხომ დაიწყო სახელმწიფომ მასშტაბური ღონისძიებების გატარება?

ხომ გვითხრეს ასე? 2022 წლიდან ხომ დაიწყო დახმარება, ერთ ჰა თხილის ფართობზე 500 ლარის ოდენობით, რაც აგრობარათზე ქულების სახით ირიცხებოდა? ასევე, 2023-2024 წელსაც ფერმერებს აგრობარათებზე კუთვნილი ქულები დაერიცხათ.

2025წელს გამოგვიცხადეს, რომ 22მილონიანი დახმარება 23 მილიონამდე გაიზარდა. მერე? ამას ხომ ჰქვია თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა? რაშია საქმე, შედეგზე გავედით? თხილის მდგომარეობა გაუარესდა _ არ ვარგა მისი “ჯანმრთელობის ცნობა“, მიზეზს იკვლევს ვინმე? ეს ხომ უპირველესი სასურსათო პროდუქტია, ამავე დროს სტრატეგიული კულტურა, რომელზეც ჩვენი ეკონომიკური ყოფა იყო დამოკიდებული. ახლაც მისკენ ვიმზირებით, თუმცა გულმოკლული…_ გვეუბნება რიგითი ფერმერი იამზე ღლონტი.

სურსათი სეროვნული სააგენტოს , გურიის სამსახურის ხელმძღვანელი, მანანა  ერქომაიშვილი ამბობს, რომ სურსათის უვნებლობის მიმართულებით, სამოქალქო მონიტორინგს მაქსიმალურ ყურადღებას უთმობენ.  თხილის  მფლობელებთან   ხშირად   ტარდება არაერთი  საინფორმაციო შეხვედრა:

_ყველამ იცის, რომ თხილის კულტურის ირგვლივ მასშტაბური პრობლემა წარმოიშვა. სახელმწიფომ სპეციალური პროგრამა შეიმუშავა. თბილისიდან ჩამოდიან ეპიდემიოლოგიის წარმომადგენლები და ხდება საინფორმაციო შეხვედრები. თუმცა ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ სათანადო შედეგს. ხალხი საფრთხედ აღიქვამს თხილის პლანტაციების თერმულ დამუშავებას ნებისმიერი მეთოდით. ჩვენ,თქვენთან ერთად,  ერთობლივი მუშაობა უფრო შედეგს მოგვცემს. როგორმე რეგიონის მოსახლეობას, ყველამ ერთად უნდა ვესაუბროთ მიმდინარე საფრთხეების შესახებ. ამჯერად მხოლოდ თხილზე   ვსაუბრობთ, რადგან ის, როგორც არაერთხელ ვთქვით, ერთი უმნიშვნელოვანესი სასურსათო პროდუქტია,  ამავე დროს სტრატეგიული კულტურა, რომლის ხარისხსა და ვარგისიანობაზე ადგილობრვი ოჯახების  ეკონომიკური ყოფაა დამოკიდებული  _ გვითხრა მან.

ფაროსანასთან ბრძოლის გურია– აჭარის შტაბის (მდებარეობს აბაშაში) წარმომადგენელი, ბიძინა წულაძე “გურია ნიუსთან” ასეთ კომენტარს აკეთებს:

_ ის ჭორი, რომ თითქოს მარტო დიზელის საწვავით ხდება გარემოში თერმული შესხურება, სრული სისულელეა. სამი წელია, უკვე სოფელში შესვლის შემდეგ, მერის წარმომადგენლის და ადგილობრივი რამდენიმე მცხოვრებლის თვალწინ ხდება შეზავება წამალთან. შემდეგ ხდება შესხურება. ხალხი მაინც წინააღმდეგია. ხიდისთავში ვიყავი ახლახან ასული. გვთხოვეს, ტურისტები არიან და თავი შეიკავეთო, არ გვინდაო. ახლა ითხოვენ, რომ შეიწამლოს. ხალხის ჩართულობა და გონიერი მიდგომა თუ არ მოხდა, არაფერი არ ეშველება ამ საქმეს. ახლა ხომ დაინახა ყველამ, რა შედეგი გამოიღო სრულფასოვან თერმულ თუ წერტილოვან დამუშავებაზე უარის თქმამ. უფრო გაუარესდება შედეგი  მომავალში, თუ მოსახლეობა უფრო გონივრულად არ მიუდგება ამ საკითხს. ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ, რომ მეტი აგიტაცია ჩატარდეს და მოხდეს თანაბარი ჩართულობა ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად, როგორც სახელმწიფოს, ისე მოსახლეობის მხრიდან.

_ თხილის დახმარების სახელმწიფო პროგრამის მოცულობამ, რომელიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა, 2025 წელს 23 მილიონი ლარი შეადგინა! სულ გვესმის, რომ მიზანი არის თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობა. შედეგი რომ არ გვაქვს, ვიღაც ხომ უნდა დაფიქრდეს, რა ხდება? ერთი შეხედვით ძალიან კარგი მოსასმენია, რომ მთავრობა, ხელისუფლება ზრუნავს ხალხზე, მაგრამ მილიონები რომ იხარჯება ყოველ წელს და შესაბამისი შედეგი არაა, სულ გლეხს როგორ უნდა დააბრალო? თუ ეს კარგად მოფიქრებული სქემაა? რაღაც სხვა ღონისძიება ხომ უნდა გატარდეს? ვინც ვერ ან არ მოიხმარა ქულები, მოხდა მისი ანულირება? სად მიდის ეს? _ ამბობენ მეურნეები ეთერ სალუქვაძე და თინა სურგულაძე.

_ კი შევწამლეთ ამ აგრობარათებით მიღებული წამლით ჩვენი სათხილეები, მაგრამ შედეგი არ აქვს. იქნებ, სულ უვარგისია ეს წამლები? რა ვიცით? ვის წამლებს გვასაღებინებენ, ეგეც საკითხავია. ამ საქმეს სერიოზული მიხედვა უნდა და სურსათრის ეროვნულმა სააგენტომ უნდა გამოიჩინოს მეტი ყურადღება. აქაოდა, ხალხს ვეხმარებით, 23 მილიონი გამოვყავით და გლეხკაცი ზანტია ან სათანადოდ არ მუშაობსო, ეს სუსტი არგუმენტია. ან მონიტორინგი უნდა დაწესდეს ან უნდა შეწყდეს მილიონების გამოყოფა და მერე ქულების სახით გლეხებამდე მისვლა. ვინმე მონიტორინგის მოშველიებით ან სხვა ფორმით თუ მეთოდით, უნდა დაინტერესდეს, როგორ იწყება და სრულდება მილიონობით ნასაზრდოები თხილის პროგრამით დანახმარები სეზონი… აქ დიდი ეჭვი შეიძლება გაჩნდეს. გვეეჭვება კიდეც, რომ ეს ქულები კარგად მოფიქრებული აფიორაა, _ გვეუბნებიან რიგითი ფერმერები და კონტრშეკითხვაზე თუ რატომ ფიქრობენ ასე, აქვთ საკუთარი არგუმენტები:

_ არ ვიცით, წამლები არის თუ არა ხარისხიანი! რომც იყოს, ხელი ჩაქნეული აქვს გლეხს და სულაც არ ყიდულობს ამ პესტიციდებს. ცდილობს, სხვა რამ იყიდოს და ზოგჯერ ახერხებს კიდეც. ამიტომ არ არის შედეგი. ხუთ წელიწადში თუ ვერ ამართლებს ეს პროგრამა, არაა შედეგი და წინსვლა, რა გამოცნობა და ლოდინი უნდა იმას, რომ უშედეგო შედეგი გვაქვს? _ გვეუბნებიან ფერმერები: ლეილა მენაბდე და ნინო გაჩეჩილაძე, თეა ვაშალომიძე და კაკო სალუქვაძე. ამ ადამიანებს საკუთარი თხილის ფართობები აქვთ და აცხადებენ, რომ ხუთი წელია, შედეგი არ ჩანს:

_ შესაძლოა, მავნებელს და სოკოვან დაავადებას ეს დრო არ ჰყოფნის საბოლოო უკუქცევისთვის, მაგრამ მცირე შედეგი თუ გვაქვს? ვერავინ იტყვის, რომ რაც ეს სუბსიდირება დაიწყო, საშუალო შედეგი მაინც დადგა, _ გვეუბნებიან ისინი და გულწრფელად წუხან.

კარგად არის ცნობილი, რომ საქართველოს მთავრობამ საკმაო ხმაურით დაიწყო თხილის კულტურის ხელშეწყობის პროგრამა და დახმარება შესთავაზა მოსახლეობას.

_ მითი, მხოლოდ დიზელის საწვავით მცენარეთა შეწამვლაზე, უსაფუძვლოა. როცა ამბობენ, თითქოს, ვიღაც შესაწამლ ნივთიერებებს მალავს და დოზირებისას დიზელის დიდ რაოდენობას მოიხმარენ, რაც შედარებით იაფი ღირს, სპეკულაციაა. იძახიან, რომ სწორედ ესაა მიზეზი, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლას შედეგი არ აქვს. ჯერ ერთი, სოფლებში როცა მიდიან მანქანები, ადგილზე, მერის წარმომადგენლის და ადგილობრივ მცხოვრებთა თვალწინ ხდება წამლის გახსნა და შეზავება, რომ რაიმე ეჭვი არ დარჩეს. ასე ივსება მანქანების ავზები და მერე ხდება გარემოს დამუშავება. მიუხედავად ამისა, წელს მაინც დიდი იყო წინააღმდეგობა, რომ სოფლის ცენტრის ან შემოგარენის გარდა, სადმე თერმული დამუშავება მომხდარიყო _ ხალხმა არ შეუშვა. შედეგი კი სახეზე გვაქვს. ახლა დამხვდა ერთი და შემოდით და შეგვიწამლეთო, სახლში შეასხითო. ასეც არ შეიძლება, _ გვეუბნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ბახვში კახი მგელაძე.

2025 წელს ბიუჯეტიდან მეთხილე ფერმერებს სუბსიდირებისთვის 23 მილიონი ლარი რომ გამოეყო, ეს ერთი წლით ადრე სოფლის განვითარების სააგენტომ ასე განმარტა:

“გასული წლების გამოცდილებით, თხილის კადასტრში ფერმერთა მომართვიანობის გაზრდილი ტენდენციის გამო, 2025 წელს ბიუჯეტი 23 მილიონი ლარით განისაზღვრა. აღნიშნული მოიცავს როგორც სუბსიდიის, ისე ადმინისტრაციულ ხარჯს“.

ფერმერთა უმეტესობა, ხალხი, ვისაც თხილის პლანტაციები აქვთ და წლებია, ეს მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა გურიის სოფლებში, სუბსიდირების შედეგით უკმაყოფილოა.

_ ერთი, თუნდაც ათი ადამიანის კომენტარი, რომ ეს პროგრამა შედეგზე გავიდა, კი არაა მთავარი, უმეტესობა უნდა იყოს კმაყოფილი. არადა, ეს ასე არაა. სად, რაში ყრიან ამ მილიონებს, თუ შედეგი არაა? _ გვეუბნებიან ისინი.

პრიმიტიული მეთოდით, გატეხვით თხილის ფასის დადგენაში, 2025 წელს ერთგვარი სიახლეა ის, რომ ერთი ცალი თხილის გულის ფასი ახლა 1,20 ლარია. გასულ წელს მსგავსი არ მომხდარა. ამ უგვანი მეთოდით თხილის მიღებაც ერთგვარი ხალხის მოტყუების მცდელობაა.

უფრო რომ დაგიკონკრეტოთ, “ბერძნულას” გული ერთი ცალი ღირს 1,20 ლარი. “გულშიშველას” კი ერთი ლარი. ახლახან მოქალაქემ მოიტანა კარგი “ბერძნულა“. ცხრა ლარი გადავუხადეთ ერთ კილოგრამში. თითქმის ყველა გატეხილი ათ ცალიდან, 7-8 ცალი საღი იყო, _ გვითხრა ერთ-ერთმა თხილის მიმღებმა ოპერატორმა.

თუ შევადარებთ გასულ სეზონს, მაშინ თხილის გულის ერთლარიან ფასი მომდევნო ანუ 2025 წლის თებერვლიდან გახდა ცნობილი.

_ამჯერად, თუ ეს წინსვლად შეიძლება ჩაითვალოს, ფასი გაზრდილია. თუმცა, პირველი მოხმარების პროდუქტზეც (პური, ზეთი, ყავა, სიგარეტი, ბურღულეული…) საკმაოდ მოიმატა ფასმა. გარდა ამისა, ახლა თხილი შენახული მხოლოდ მათ ექნებათ, ვინც ჩაბარების დაწყებისთანავე თავად ყიდულობს. რაც შეეხება უშუალოდ თხილის პლანტაციების მფლობელებს, მათგან ძალზე მცირე ნაწილს თუ აქვს თხილი შემონახული, _ გვეუბნებიან მეთხილე გურულები და აქედანვე პესიმისტურად არიან განწყობილი, რომ მომავალი წლის განმავლობაში დასახმარებლად გამოყოფილი მილიონებიც (თუ ხელისუფლებას კვლავ ექნება ასეთი სურვილი) შედეგს ვერ მოიტანს.

ჩვენი არაერთი რესპოდენტი, როგორც მეთხილე ფერმერთაგან, ისე სხვადასხვა ექსპერტთა  მხრიდან, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ თხილის, როგორც სასურსათო პროდუქტის და  სტარატეგიული კულტურის გადარჩენის  გზა  იწყება და უნდა დამთავრდეს სურსათის ეროვნული სააგენტოს გაძლიერებული მუშაობით. სწორედ  ეროვნული ძალისხმევით, რადგან თხილის  დაზიანება, დაავადება ნებისმიერი სოკოვანებისგან თუ მავნებელ მწერთაგან ისე არ მომხდარა, როგორც ამ აზიურმა ბაღლინჯომ გამოიწვია და კატასტროფული საფრთხე შეუქმნა სასოებით გაშენებულ ჰექტრობით პლანტაციებს.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

გაზიარება8Tweet5Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:49; 5 მარტი, 2026
საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში 30 დრონის აღმოჩენას ადასტურებენ

16:41; 5 მარტი, 2026
საზოგადოება

დავით ალავიძე: ე.წ. ქეშბექი თუ არ იქნება, არ იქნება ღრმა ფასდაკლებები, ღრმა ფასდაკლებები თუ არ იქნება, საშუალო გასაყიდი ფასი გაიზრდება

15:28; 5 მარტი, 2026
საზოგადოება

“გამოიდარებს” თუ არა სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის გურიაში

14:41; 5 მარტი, 2026
საზოგადოება

 სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და გურიაში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა

14:23; 5 მარტი, 2026

ტაბიძემ მესამედ დაიკავა ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი

საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზებისთვის – Global Finance

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“შეშფოთებას გამოვთქვამთ”- კობახიძე ალიევს ესაუბრა

22:15; 5.03.2026
მსოფლიო

ბელარუსმა 15 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა

20:31; 5.03.2026
მსოფლიო

აზერბაიჯანმა საჰაერო სივრცის ნაწილი დახურა

19:29; 5.03.2026
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში და ხან არა, არიან მოღალატეები

19:10; 5.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო უწყება: ვგმობთ აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას

18:14; 5.03.2026
პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ექვსი კომპანიის წარმომადგენლებს მოუსმინეს

18:11; 5.03.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:49; 5.03.2026
სამართალი

ბრიფინგი შსს-ში – პოლიციამ გასულ 24 საათში ინტერპოლით ძებნილი 11 პირი დააკავა

17:26; 5.03.2026
მსოფლიო

საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანიდან ფოტოები ვრცელდება

17:12; 5.03.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის YouTube პროექტი “ფორმაში” გრძელდება – უყურეთ მეორე ეპიზოდს

17:10; 5.03.2026
სამართალი

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა გურიაში – ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

16:44; 5.03.2026
საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში 30 დრონის აღმოჩენას ადასტურებენ

16:41; 5.03.2026
სპორტი

ოზურეთელი მარი დავითაძის წარმატება ძიუდოს ჩემპიონატზე

16:09; 5.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირების მოხსენება მოისმინეს

15:58; 5.03.2026
საზოგადოება

დავით ალავიძე: ე.წ. ქეშბექი თუ არ იქნება, არ იქნება ღრმა ფასდაკლებები, ღრმა ფასდაკლებები თუ არ იქნება, საშუალო გასაყიდი ფასი გაიზრდება

15:28; 5.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო