მედიასახლ “გურია ნიუსის” ჩოხატაურის ოფისში, მედიასახლის და გურული ახალგაზრდა მოხალისეების ძალისხმევით, სხვადასხვა ორგანიზაციების, კერძო პირების შემოწირულობებით, 13 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიის დროს გარდაცვლილი ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკა, 2015 წლის 19 ივლისს, სიმბოლურად, ივლიტას დაბადების დღეზე გაიხსნა.
ახალგაზრდები ბიბლიოთეკას 25 დღის მანძილზე აკეთებდნენ.
ამ დღის შემდეგ “ივლიტას ბიბლიოთეკა” ყველასთვის საყვარელ ადგილად იქცა _ ორი წლის მანძილზე არაერთი ღონისძიება გაიმართა.
საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს ბიბლიოთეკაში ხშირად შეხვდებით _ მათ აქ ცოდნის გაღრმავების, ინტერნეტრესურსთან შეუზღუდავი წვდომის, ღია საზოგადოებაში ინტეგრაციის, ახალ ინიციატივებზე მსჯელობის შესაძლებლობა აქვთ.
ეს ფოტორეპორტაჟი ბიბლიოთეკის მშენებლობის და მუშაობის პროცესის მხოლოდ ნაწილს ასახავს.