ცეცხლის სტიქიის ქალებს – ვერძებს, ლომებსა და მშვილდოსნებს, პირველ რიგში, მგზნებარე რომანი სჭირდებათ და მუდმივი ტემპერატურა ურთიერთობაში. ამ კრიტერიუმებს ვერძი, მშვილდოსანი, ლომი, მორიელი და ტყუპი კაცები აკმაყოფილებენ.
ჰაერის სტიქიის ქალისთვის – მამაკაცი, პირველ რიგში, კარგი მეგობარი და თანამოაზრე უნდა იყოს. ამასთან, ინტელექტუალურად ამოუწურავი და მრავალფეროვანი. მათთვის სასურველი კანდიდატურა მერწყულის, ტყუპის, მშვილდოსნის, თხის რქის, ქალწულის ნიშნით დაბადებულ მამრებში მოიძებნება.
მიწის სტიქიის წარმომადგენლები – კუროები, ქალწულები და თხის რქები, პირველ რიგში, კარგ მეოჯახეს და ემოციების მხრივ სტაბილურ მამრს ეძებენ. მათთვის იდეალურია თხის რქა, კურო, კირჩხიბი, მორიელი და ლომი.