წამალი უნდა დალიოთ ოთახის ტემპერატურის წყლით. თუმცა ზოგიერთი წამლის მიღება ითვალისწინებს სხვა მოთხოვნებს.
ასპირინს და აცეტილსალიცილის მჟავის შემცველ წამლებს სვამენ ჭამამდე და ჭამის შემდეგ, უნდა დააყოლოთ ბრინჯის ნახარში ან კისელი, რათა კუჭის ლორწოვანას გარსი არ გაღიზიანდეს.
პარაცეტამოლი და მასზე დამზადებული წამლები უნდა მიიღოთ ჭამის შემდეგ წყალთან ერთად. ამ დროს არ შეიძლება მჟავე პროდუქტების მიღება.
ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი) უმჯობესია მიიღოთ ჭამამდე, რადგან ცილასთან ერთად ორგანიზმი ძნელად შეითვისებს.
ტეტრაციკლინის ან მისი შემცველი ანტიბიოტიკების მიღებისას, თავი შეიკავეთ რძის ნაწარმისგან (რძის ნაწარმი 80%-ით ამცირებს წამლის მოქმედებას).
ინდომეტაცინსა და რეზერპინს დააყოლეთ მხოლოდ რძე.
ყველა სახის კაფსულა მიიღეთ ოთახის ტემპერატურის წყლით.