მედიის გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მდებარე სასაკლაოზე სარეალიზაციო გამზადებული ვადაგასული ხორცი აღმოაჩინეს გურიის სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა.
ხორცი შპს “სოფოს“ ბათუმის საბავშვო ბაღებში უნდა გაეტანა, მაგრამ ვერ მოახერხეს.
“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ოზურგეთის საბავშვო ბაღებში ტენდერში გამარჯვებულია შპს “მანუჩარი“, რომლის ქვეკონტრაქტორია შპს “სოფო“.
ა(ა)იპ“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას ინფორმაციით, ისინი ელოდებიან სურსათის ეროვნული სააგენტოსგან განცხადებას და ხვალვე უნდა დაიწყო ერთ პირთა მოლაპარაკება, რადგან ოზურგეთის ბაღებში სამშაბათს და ოთხშაბათს შევიდეს ხორცი.
“სამშაბათს და ოთხშაბათს უნდა შემოვიდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბაღებში ხორცი, რომლის მომწოდებული იყო შპს “სოფო“, რადგან დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უვარგისი ხორცის შეტანა იგეგმებოდა, როგორც ეს მედიით გავრცელდა, ჩვენ ერთ პირთან მოლაპარაკების შესაბამისად, უნდა შევიტანოთ ხორცი ბაღებში. ხვალ ველოდებით წერილს სურსათის ეროვნული სააგენტოსგან. “ – გვითხრა მაკა ჭყონიამ.
შპს “სოფოს“ დირექტორთან “გურია ნიუსმა“ შეეცადა დაკავაშირება, მაგრამ ტელეფონი გამორთული ჰქონდა მას.
დვაბზუში მომხდართან ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 198_ე მუხლით, რაც ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანას ან რეალიზაციას გულისხმობს.