დილაობით, ორგანიზმის კოფეინითა და შაქრით დატვირთვის ნაცვლად, მიირთვით პიტნის ჩაი. ნაყენი ათი წუთით გააჩერეთ და შემდეგ დალიეთ. ძალიან კარგია ნაყენის ორთქლის შესუნთქვა. პიტნის არომატი ენერგიის მოზღვავებას იწვევს.
ჟენ-შენი ცნობილია მასტიმულირებელი და განწყობის გამაუმჯობესებელი თვისებებით. ის არა მარტო ენერგიასა და სიმხნევეს შეგმატებთ, არამედ, მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესებთ იმუნიტეტსაც. შედეგად, ორგანიზმი ადვილად უმკლავდება სტრესსა და ვირუსებს.
შვრიის ფაფა ენერგიით გვავსებს და ძალას გვმატებს. ეცადეთ, შვრიის ფაფა ყოველდღიურ რაციონში ჩართოთ. სასარგებლოა არა მარტო ფაფა, არამედ, ყველაფერი, რაც შვრიას შეიცავს, მაგალითად, შვრიის ფხვიერი და გემრიელი ნამცხვრებიც კი.
წყლის თუნდაც უმნიშვნელო დეფიციტის დროს კი, ორგანიზმში მნიშვნელოვნად იკლებს ენერგეტიკული დონე. ამიტომ, დალიეთ დღეში მინიმუმ 1,5 ლიტრი წყალი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ გწყურიათ.
ავტორი