მთვარის გავლენით ადამიანმა შეიძლება თავისი მეორე ნახევარი იპოვოს და სასიყვარულო ურთიერთობა უფრო საინტერესო გახადოს. მთავარია, იცოდეს რომელ დღეს დაიწყოს აქტიური ქმედება.
ურთიერთობებში წარმატებასა და ჰარმონიას რომ მიაღწიოთ, მთვარის დღეების მოკლე დახასიათებას გაეცანით:
მთვარის პირველი დღე ძლიერი და ნათელი მომენტია. ჩაუთქვით ის, რაზეც ოცნებობთ და სურვილი აუცილებლად აგისრულდებათ.
მეორე დღეს ინტუიცია მძაფრდება. დააკვირდით გარშემო მყოფებს. იქნებ მათ შორის თქვენი რჩეულიცაა.
მთვარის თვის ერთ-ერთი საუკეთესოა მე-11 დღე. მოზღვავებული ენერგია ნებისმიერ საქმიანობაში გამარჯვებას მოგიტანთ.
ქორწინებისთვის ხელსაყრელია მთვარის მე-17 დღე.
საყვარელ ადამიანს შეხვდით და მომავალზე გაესაუბრეთ მთვარის 21-ე დღეს.
სიყვარულის საძებნელად და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გასარჩევად ცუდი დღეებია მთვარის მე-9, მე-13, მე-15, მე-19, 23-ე და 26 დღეები.
ეცადეთ, ამ დღეებში კარდინალური ცვლილებებისგან თავი შეკავოთ.