შევარდენი ბასმაჩა 4 თვისაა. მას მამა ბიქტორი (გიორგაძე) ჩოხატაურში, სოფელ გუთურში, სახლში ზრდის.
აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურს ბაზიერობის დიდი ტრადიცია აქვს, თუმცა, დღეს ეს დარგი ყველაზე მეტად არის მივიწყებული და მთელ მუნიციპალიტეტში, მხოლოდ რამდენიმე ადამიანია, რომელიც ცდილობს, რომ ტრადიცია არ დაიკარგოს.