კირჩხიბი
კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალი, როგორც წესი, ცხოვრების მეგზურს ერთხელ და სამუდამოდ ირჩევს. მას აქვს უნარი უძლიერესი ემოციები განიცადოს და საკუთარი თავი, მთლიანად მიიტანოს სიყვარულის და ოჯახის სამსხვერპლოზე. კირჩხიბი ქალი, საკუთარი მეორე ნახევრისთვის არის დედაც, საყვარელიც, მეგობარიც, თანამოაზრეც და თანამებრძოლიც. ამიტომ მამაკაცი ერთმნიშვნელოვნად სწორ არჩევანს აკეთებს თუკი ცხოვრებას ამ “მთვარეულ ლედის” უკავშირებს.
ვერძი
ქალი ვერძი რთული და დაუმორჩილებელი ხასიათით გამოირჩევა. იგი ბევრი მამაკაცის ოცნების საგანია, იმიტომ რომ მარტივად არასოდეს მიდის ურთიერთობაზე. სამაგიეროდ, თუკი ასეთ ქალს თავი მოაწონეთ, იცოდეთ რომ მის გვერდით უფრო ძლიერი, უფრო წარმატებული, უფრო ამბიციური გახდებით. ვერძ ქალს უნარი აქვს საკუთარი მეორე ნახევარი წააქეზოს ამბიციურობისკენ. იგი ყოველთვის უკეთეს ცხოვრებას ესწრაფვის, ამიტომ მამაკაცსაც იგივე სტიმულს აძლევს და უნერგავს რწმენას, რომ ამ უკანასკნელს მთების გადადგმაც კი შეუძლია, თუკი მოინდომებს.
[sexy_author_bio]