მანუჩარ კეთილაძე, ოზურგეთი:

_ ხელისუფლებაზე ტყუილად რას მალაპარაკებთ?! რა ხელისუფლება გვყავს, ყველამ იცის ეგ. მაგაზე მე უნდა ვილაპარაკო?!
აკაკი ჩავლეშვილი, ოზურგეთი:

_ მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში ვარ, ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ სწორად და დროულად მიიღო გადაწყვეტილება.
ლუიზა ფირცხალაიშვილი, ლანჩხუთი:

_ ვერ გეტყვით ვერაფერს, ტელევიზიითაც არ მიდევნებია თვალი ბათუმის მოვლენებისთვის.
გელა წიქარიძე, ჩოხატაური:

_ არ ვიცი.
ინგა გრიგოლია, ჩოხატაური:

_ იყო ადეკვატურიც და დროულიც.
სოფო ბისიეშვილი, ლანჩხუთი:

_ შეიძლება, ხელისუფლების წარმომადგენელთა მოქმედება ცოტა დაგვიანებული კი იყო, მაგრამ მთავარია, რომ პოლიცია ადეკვატურად მოქმედებდა.
ლილი ბორჩხაძე, ოზურგეთი:

_ არ მგონია, ხელისუფლებას მოქმედება სწორი ყოფილიყო. დროზე რომ მიეღო ადეკვატური გადაწყვეტილება, ის აღარ მოხდება, რაც მოხდა.
კუკური სალუქვაძე, ოზურგეთი:

_ ნამდვილად სწორი და ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო ხელისუფლებამ.
იზაბელა აბშილავა, ლანჩხუთი:

_ მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ კარგი იქნება, მსგავსი რამეები თუ აღარ განმეორდება.
ავთანდილ ვადაჭკორია, ჩოხატაური:

_ რა თქმა უნდა, ადეკვატური იყო ხელისუფლების მოქმედება.
ნანა ჟღენტი, ჩოხატაური:

_ მე მგონი, არ იყო დროული, მაგრამ ადეკვატური იყო.
ნაზი ბოლქვაძე, ლანჩხუთი:

_ კარგი იქნებოდა, მდგომარეობა მალევე განმუხტულიყო და მანქანების დაწვამდე საქმე არ მისულიყო.






























































