დღეს ვარდისფერი სავსე მთვარეა. ასტროლოგთა მტკიცებით, ამ დღეს ჩაფიქრებულ სურვილს სხვა ძალა და ენერგეტიკა აქვს. ისინი გვასწავლიან, როგორ უნდა ჩავიფიქროთ სურვილი ისე, რომ აგვისრულდეს.
საკუთარი მიზნები და სურვილები ზუსტად ჩამოაყალიბეთ. ითვლება, რომ სამყაროს ჩვენი ყველაზე უკეთ ესმის. ჩამოწერეთ სანუკვარი ოცნებების შესახებ, ხმამაღლაც გაიმეორეთ და სთხოვეთ სამყაროს, რომ ასრულებაში დაგეხმაროთ.
ასევე, შეგიძლიათ, გამოიყენოთ სანთელიც – პატარა ფურცელზე დაწერეთ თქვენი სურვილი, გადაახვიეთ წვრილად და სანთლის ცეცხლით დაწვით. ნარჩენები კი ჰაერში გაფანტეთ. იფიქრეთ პოზიტიურ ამბებზე, ყველა გამართლებასა და კეთილ საქმეზე, რომლებიც აქამდე თქვენს ცხოვრებაში ყოფილა, მადლობა უთხარით სამყაროს ამისთვის და ბევრად მეტ და უკეთეს შესაძლებლობას მიიღებთ.