,,პირბადე უნდა ფარავდეს ცხვირს და პირის ღრუს და ყოველთვის უნდა გეკეთოთ, როდესაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხართ, მაგალითად სუპერმარკეტში ან აფთიაქში წასვლისას. CDC (დაავადებათა კონტროლის ცენტრი) საზოგადოებას აძლევს პირბადის შექმნის რეკომენდაციას იმ მასალებით, რომლებიც სახლში შესაძლოა იყოს,“ – ამის შესახებ ,,CNBC“ – ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში წერია.
სტატიის ავტორის თქმით, ხელნაკეთი ნიღბების შექმნის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ხალხმა დაავადების გავრცელება თავიდან აიცილოს ისეთ ადგილებში, სადაც ძნელია სოციალური დისტანციის შენარჩუნება.
იელის უნივერსიტეტის მენეჯმენტის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ეკონომიკისა და რადიოლოგიის პროფესორის, დოქტორ ჰოვარდ ფორმანის თქმით, ყველა ადამიანმა ყურადღებით უნდა წაიკითხოს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები. ის აღნიშნავს, რომ ეს არ არის გამიზნული მხოლოდ იმისთვის, რომ ვირუსი არ შეგეხოთ, ის მიზნად ასევე, ისახავს, რომ სხვა ადამიანებმა, ვირუსი არ მიიღონ თქვენგან.
ფორმანის თქმით, ნიღბით უზრუნველყოფა თავსატეხის მხოლოდ ერთი მხარეა, იმისათვის, რომ ნიღბები ეფექტური იყოს, ის სწორად უნდა იყოს გამოყენებული.
ფოკუსირებული მორგება
CDC – ის თანახმად, სახის საფარები უნდა იყოს გამაგრებული, მაგრამ კომფორტული. დააფარეთ თქვენი მთელი ცხვირი და პირი, გაშალეთ ის თქვენი ნიკაპის ქვეშ. უნდა შეძლოთ ნორმალურად სუნთქვა, მაგრამ ნიღბის მხარეები თქვენს სახესთან ახლოს უნდა მოხვდეს.
CDC – ს რეკომენდაციის მიხედვით, 2 წლამდე ასაკის ბავშვებმა და ადამიანებმა, რომლებსაც სუნთქვის პრობლემები აქვთ, არ უნდა ატარონ ნაჭრის სახის საფარები.
თუ თქვენ იგრძნობთ თავს შეზღუდულად ან არასასიამოვნოდ ატარებთ შარფს თქვენს სახეზე, შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ნიღბის გაკეთების რეკომენდაცია. აქ მოცემულია, CDC-ს რეკომენდაცია, თუ როგორ უნდა გააკეთოთ სრაფი პირბადე ბედნენით, პირსახოცით და ორი რეზინით ან კიდევ თმის ელასტიკის გამოყენებით. მაგრამ თქვენ უნდა იპოვოთ გზა, რომ ის მაქსიმალურად კომფორტული იყოს, – ამბობს ფორმანი და აღნიშნავს, რომ თუ მაინც გადაწყვეტთ არ ატაროთ პირის საფარი, რადგან ეს არასასიამოვნოა, ამით უფრო მეტ ზიანს მიაყენებთ თქვენს თავს.
ფრთხილად დადეთ
მიუხედავად იმისა, იყენებთ თუ არა შარფს, ხელნაკეთ ან ქირურგიულ ნიღაბს, ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია სახის დაფარვის წინ ან მისი გამოყენების შემდეგ გამოიყენოთ ჰიგიენის სათანადო საშუალებები, ხელის გამაჯანსაღებელი, ხელის საპონი და წყალი, – ამბობს პროფესორი სუზან ვალლი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით პირველ რიგში ადამიანებმა ხელები უნდა დაიბანონ სანამ ნიღაბს გაიკეთებენ და შეამოწმონ, რომ ქსოვილში არ არსებობს ხვრელები და სისველეები.
თქვენი სახის დაფარვის დროს გამოიყენეთ საყრდენები, რომ მოათავსოთ იგი თქვენს სახეზე და სახე და პირის ღრუს დაფაროთ, დარწმუნდით რომ სუნთქვა მარტივად შეგიძლიათ, – ამბობს პროფესორი ვალლი.
მისი თქმით, თუ თქვენს ნიღაბს აქვს ცხვირის ხიდი, გააჩერეთ იგი ადგილზე, შემდეგ ყურზე მიიტანეთ ყურის ზოლები.
ბენდენის, შარფის ან ტანსაცმლის საფარი უნდა იქნას გამოყენებული იგივე სიზუსტით. გარედან არ შეეხოთ ნიღაბს ან ქსოვილს, რომელიც შეიძლება დაბინძურებული იყოს.
ნიღაბის ტარებისას მას არ შეეხოთ
„როცა სეირნობთ ან გადაადგილდებით ნიღბის რეგულირების მიზნით არ უნდა შეეხოთ მას, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ნიღაბი გარედან დაბინძურებულია”, – განუცხადა CNBC-ს, ალაბამის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა სუზანმა.
ბოლოდროინდელი ლაბორატორიული კვლევებით დადგინდა, რომ COVID-19- ის ვირუსმა შვიდი დღის განმავლობაში შეიძლება იცოცხლოს სახის ნიღაბზე.
ეს ნიშნავს, რომ სწრაფად არ უნდა მოიხსნათ ნიღაბი. თუ სახე გექევებათ, ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ ნიღაბის კარგად გაწმენდის შემდეგ მოიხსნათ და შემდეგ შეეხოთ სახეს.
ფრთხილად მოიხსენით ნიღაბი
არსებობს გარკვეული ტექნიკა ნიღბის მოხსნის, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჯანდაცვის თანამშრომელი ხართ, ან ზრუნავთ იმ ადამიანზე, ვისაც აქვს COVID-19. მთავარია მოერიდოთ ხელების შემთხვევით დაბინძურებას ან სახეზე შეხებას.
ზედმეტად ფრთხილად იყავით, რომ არ მოხდეს თქვენი ნიღბის წინა მხარეს თვალები, ცხვირი და პირი, ხელები დაიბანეთ ნიღბის გამოყენების შემდეგ.
CDC რეკომენდაციას უწევს პირბადის შენახვას ქაღალდის ჩანთაში, ასე რომ თქვენც უნდა გაითვალისწინოთ ეს რეკომენდაცია – ამბობს პროფესორი სუზანა.
ხშირად გარეცხეთ პირბადე
ამჟამად, არ არსებობს მკაცრი მითითებები ხელნაკეთი პირბადეების გასარეცხად და გამაჯანსაღებლად. CDC- ის თანახმად, თქვენი ნიღბის გარეცხვა სარეცხი მანქანით საკმარისია, თქვენი სახის საფარის დეზინფექციისთვის.
თქვენ ის რეგულარულად უნდა გარეცხოთ, როცა მას გამოიყენებთ. კარგი იქნება, რომ ხელახლა შეახვიოთ ისეთი ქსოვილი, რომელიც არ არის გაჟღენთილი ვირუსისგან, – განაცხადა მერილენდის ინფექციური დაავადებების ეროვნული ფონდის სამედიცინო დირექტორმა, უილიამ შაფნერმა.
დაიცავით სოციალური დისტანცია
სახის საფარის ტარება, მხოლოდ ერთი ნაბიჯია, რომლის გადადგმაც შეგიძლიათ COVID-19-ის გავრცელების შესაჩერებლად, მაგრამ ეს არ არის სხვა მნიშვნელოვანი პრევენციული ზომების ჩანაცვლება, როგორიცაა ხელების დაბანვა და სოციალური დისტანცია.“- წერია CNBC – ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.