გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი, 16 აპრილს კი, მზიანი ამინდი იქნება.
როგორც „გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, ხვალიდან 15 აპრილის ჩათვლით როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში იწვიმებს, თუმცა ჰაერის ტემპერატურა არ დაეცემა.
„ხვალ დასავლეთ საქართველოში სითბოა, დღისით ზოგგან იწვიმებს, რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ყველგან წვიმა იქნება.
ხვალ საღამოდან კი, მთელ საქართველოში წვიმაა, ზოგგან ძლიერი. ქარიც გაძლიერდება.
14 აპრილს, ცუდი ამინდია მთელ საქართველოში. თუმცა, ტემპერატურა ძალიან არ დაეცემა. დასავლეთ საქართველოში 13-18 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში -16-21 გრადუსი იქნება.
15-ში შედარებით ცივი ამინდი შენარჩუნდება. ნალექები იკლებს, ზოგგან შეწყდება კიდევაც.
16 აპრილს კი, დასავლეთ საქართველოში სითბო და უნალექო ამინდი იქნება, ტემპერატურა – 18-23 გრადუსის ფარგლებში.
აღმოსავლეთ საქართველოში, 16 აპრილს, აღდგომას, დღის მეორე ნახევარზე შესაძლებელია მცირე წვიმა, მათ შორის თბილისშიც“, _ აღნიშნა ნიორაძემ.
რაც შეეხება 17 აპრილს, მისი ინფორმაციით, კიდევ უფრო მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში.